ფინანსური დირექტორი

უნისონი

  • თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • კონკურენტული
  • აგვ 25 - სექ 25
  • ჯანდაცვა და ესთეთიკური მედიცინა
  • 3 წელი
ვაკანსიას ვადა გაუვიდა!

ვაკანსიის დეტალები

სადაზღვევო კომპანია "უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით "უნისონმა" სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.

ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე.

ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესს თავისუფალი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები ქმნიან და ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ფინანსური დირექტორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
# ხელმძღვანელობს და წარმართავს ფინანსური ანალიზისა/რეპორტინგის და ბუღალტერიის დეპარტამენტების საქმიანობას; 
# ანაწილებს დავალებებს და მოვალეობებს დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის და ახორციელებს კონტროლს მათ მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულებაზე: 
# ამზადებს ბიუჯეტს და აწესებს ფინანსურ კონტროლს მის შესრულებაზე;
# ახორციელებს ყოველკვარტალური ფინანსური ანალიზის (SRM) მომზადებას და წარადგენს უმაღლესი მენეჯმენტის წევრებთან, ასევე ხელმძღვანელობს შიდა რეპორტინგის ფარგლებში ყოველთვიურ სამედიცინო და არა სამედიცინო ზარალების და გაყიდვებვის რეპორტინგების სწორ წარმოებას და წარდგენას გენერალურ დირექტორთან;   
# მიმოიხილავს დაქვემდებარებულების მიერ მენეჯმენტისათვის მომზადებულ შიდა რეპორტებს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს მათ კორექტირებას; 
# მართავს კომპანიის ფულად ნაკადებს; 
# ახორციელებს საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობას და ფულადი აქტივების სწორ განთავსებას; 
# ზედამხედველობას უწევს დებიტორული დავალიანებების ადმინისტრირებას, შესაბამისი შიდა ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად; 
# წარმართავს კომპანიის გარე აუდიტის/საერთაშორისო პროცესს; 
# პასუხისმგებელია არსებული რეგულაციის ფარგლებში კომპანიის მიერ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში კანონმდებლობით განსაზღვრული ყოველთვიური და კვარტალური და წლიური ანგარიშგებების მომზადებასა და წარდგენაზე; 
# საზედამხედველო ორგანოებში წარადგენს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით კანონმდებლობის შესაბამისად მომზადებულ რეპორტებს;   
# ამზადებს მენეჯმენტის მიზნებისთვის სადაზღვევო ბაზრის სტატისტიკურ ანალიზს, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით; 
# აკეთებს ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ ანალიზს; 
# ახორციელებს გაყიდვების და სხვა დეპარტამენტების ბონუსების KPI  გაანგარიშებას: 
# კომპეტენციის ფარგლებში დირექტორატის სხვადასხვა დავალებების შესრულება;
# ახდენს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის პერიოდულ ანალიზს; 
# ხელს აწერს დეპარტამენტის შიგნით მიღებულ ყველა მარეგულირებელ, პროცედურულ დოკუმენტს  კომპანიის წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. ხელს აწერს ანგარიშებს, წერილებს, მიმდინარე კორესპონდენციას და სხვა დოკუმენტებს. 

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
# უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
# ფინანსურ დირექტორად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება 
# საქართველოს საგადასახადო კოდექსის სრულყოფილად ცოდნა;
# ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
# ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
# MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
# მაღალი სამუშაო ეთიკა
# ძლიერი ანალიტიკური უნარი
# დროის მართვის უნარი
# დეტალებზე ორიენტირებულობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) მეილზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

"უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და წარმატებას გისურვებთ

ვაკანსიას ვადა გაუვიდა!