ძრავის მექანიკოსი

თეგეტა რითეილი

  • თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • კონკურენტული
  • მარ 28 - აპრ 28
  • ტრანსპორტი და ავტობიზნესი
  • გამოცდილების გარეშე
ვაკანსიას ვადა გაუვიდა!

ვაკანსიის დეტალები

ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 27 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზედა მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელიარაფერია. თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად,თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანიის "თეგეტა რითეილის"გუნდში ძრავის მექანიკოსის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
# სერვისში შემოსული ავტომობილებზე ძრავისა და ძრავთან დაკავშირებული პრობლემების დიაგნოსტირება და შეკეთება;
# პირადი სამუშაო სივრცისა და ინვენტარის მოვლა/მოწესრიგება;
# სამუშაოების შესრულების ვადების კონტროლი;
# უშუალო უფროსის დროული ინფორმირება შეფერხებებისა და დამატებითი სამუშაოების შესახებ.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
# გაქვს გამოცდილება ძრავის მიმართულებით;
# შეგიძლია ავტომობილებზე ძრავისა და ძრავთან დაკავშირებული პრობლემების დიაგნოსტირება და შეკეთება;
# გაქვს B კატეგორიის მართვის მოწმობა.
# მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

თეგეტაში დაგხვდება:
# პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
# პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
# სამედიცინო დაზღვევა;
# სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
# მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Career@tegetamotors.ge subject-ის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ძრავის მექანიკოსი ან გადადით ბმულზე და მიყევით ინსტრუქციას:  https://jobs.pointer.ge/detailview?vacancyId=368 

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.

 

ვაკანსიას ვადა გაუვიდა!