უმცროსი ოპერაციების მენეჯერი

Holiday Factory

  • თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • კონკურენტული
  • მარ 26 - აპრ 26
  • ტურიზმი / ტურ-ოპერატორები
  • გამოცდილების გარეშე
ვაკანსიას ვადა გაუვიდა!

ვაკანსიის დეტალები

Holiday Factory არის წამყვანი ტურისტული კომპანია, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, რომელმაც 2015 წლიდან საქართველოს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მომხმარებელს სთავაზობს სრულ ტურისტულ პაკეტებს.

სამუშაოს მიმოხილვა:
# როგორც უმცროსი ოპერაციების მენეჯერი, თქვენ პასუხისმგებელი იქნებით შემომავალი ტურისტებისთვის სახმელეთო სერვისების ოპერაციების მთლიან მართვაზე;
# ეს მოიცავს ყოველდღიური ოპერაციების მართვას, ადგილობრივ გუნდთან კოორდინაციას, მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის სერვისების უზრუნველყოფას და ოპერატიული გეგმების განხორციელებას;
# აღნიშნული პოზიცია მოითხოვს ძლიერ ორგანიზაციულ უნარებს, დეტალებზე ორიენტირებას და მომხმარებლისთვის ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფას;

ძირითადი პასუხისმგებლობები:
# დღიური ოპერაციული გეგმის შედგენა;
# სატრანსპორტო კომპანიასთან კომუნიკაცია ტრანსპორტირების დაგეგმვის თაობაზე;
# ზუსტი საოპერაციო ჩანაწერების შედგენა.
# მყარი კოლაბორაცია გუნდის წევრებთან, როგორიცაა გიდები და გაყიდვების წარმომადგენლები.
# ყოველდღიური ოპერაციების გამართულობის უზრუნველყოფა და კონტროლი;
# კომპანიის ყველა მარეგულირებელ მოთხოვნასთან და წესებთან შესაბამისობის დაცვა და მონიტორინგი;
# რეგულარული რეპორტინგი მენეჯმენტის გუნდთან ოპერაციულ პროცესებზე;

მოთხოვნები:
# ძლიერი ორგანიზაციული და დაგეგმარების უნარები;
# პრიორიტეტების სწორად დასახვა განსაკუთრებით დიდი საოპერაციო დაგეგმვის დროს;
# შესანიშნავი ინტერპერსონალური კომუნიცაციის უნარები და გუნდთან ეფექტური მუშაობა;
# კარგი ანალიტიკური აზროვნება;
# Microsoft Office-ის და სხვა შესაბამისი პროგრამული აპლიკაციების ცოდნა.
# ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა;

სამუშაო დეტალები:
# კვირაში 5 დღე.
# ფიქსირებული ანაზღაურება 500$ ლარის ექვივალენტში + ბონუსი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: eliso.kobulia@holiday-factory.com 

ვაკანსიას ვადა გაუვიდა!