ქოლცენტრის ოპერატორი

ჯიდიელი

  • თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • კონკურენტული
  • აპრ 25 - მაი 25
  • ვაჭრობა/დისტრიბუცია
  • გამოცდილების გარეშე

ვაკანსიის დეტალები

შ.პ.ს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“- GDL – ჯიდიელი (ყოფილი „თელიანი თრეიდინგი“) 2005 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და აწარმოებს სასმელი პროდუქტების დისტრიბუციას, გაყიდვას და მარკეტინგულ მხარდაჭერას. წლების მანძილზე კომპანიის პორტფელი და საქმიანობის არეალი გაიზარდა, 2018 წლიდან კომპანიის საქმიანობას ლოგისტიკური მომსახურებაც დაემატა, შესაბამისად დადგა რებრენდინგის საჭიროება და დღეს უკვე კომპანია განახლებული სახელითა და ბრენდით ოპერირებს ბაზარზე.

ამჟამად ჯიდიელის პორტფელში დაახლოებით 30-მდე პროდუქტია, რომლის ექსკლუზიურ გაყიდვას და ბრენდის განვითარებას კომპანია საქართველოს მაშტაბით 15 წელზე მეტია ახორციელებს.

შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“ (GDL) აცხადებს ვაკანსიას – ქოლცენტრის ოპერატორი-ს  პოზიციაზე  ანაზღაურების განახლებული პირობებით.

# სამუშაო გრაფიკი:  სრული
# სამუშაო ლოკაცია: თბილისი, თემქა

ძირითადი მოვალეობები:
# შიდა და გარე კლიენტებიდან შემოსული სატელეფონო ზარების მიღება – ზედნადებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების პროგრამული ასახვა (კორექტირება/გაუქმება/ფასების ცვლილება);
# ზედნადების კორექტირების/გაუქმების დროს შესაბამისი მიზეზის მითითება;
# ახალი კლიენტების პროგრამული რეგისტრაცია;
# უშუალო ხელმძღვანელის მითითებისამებრ, ინფორმაციული არქივის წარმოება;
# კლიენტების გამოკითხვა  – კმაყოფილების განსაზღვრა.

ძირითადი მოთხოვნები:
# გამართული მეტყველების უნარი;
# სასურველია ქოლცენტრში მუშაობის გამოცდილება
# პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
# დროის ეფექტურად მართვა;
# დეტალებზე ორიენტირებულობა;
# გუნდურად მუშაობის უნარი;
# სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

პიროვნული უნარები:
# გუნდური მუშაობის უნარი;
# პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

გარანტიები:
# კანდიდატი შრომითი ურთიერთობის პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით და გარანტიებით, მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე.# უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@GDL.GE 

გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ თქვენი რეზიუმე აღარ განიხილება!

დაუშვებელია განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.

შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლობთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!