მოგესალმებით მეგობრებო.
დღეს ჩვენ გვინდა შევეხოთ ისეთ თემას როგორიცაა დასაქმება. როგორ დავძლიოთ ეს პრობლემა. გვინდა პატარა რჩევა მოგცეთ რომელიც დარწმუნებული ვარ ძალიან გამოგადგებათ და დაგეხმარებათ.
დავიწყოთ:
გვინდა გირჩიოთ პროფესიული მომზდება/გადამზადება. მოდით განვმარტოთ თითოეული.
პროფესიული მომზადება: ითვალისწინებს პროფესიული უნარების შეძენის მსურველ სამუშაოს მაძიებელთა მომზადებას შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში.
პროფესიული გადამზადება: ითვალისწინებს, როგორც დასაქმებული ასევე დროებით უმუშევარი პირებისთვის კვალიფიკაციის ამაღლებას, მათი პროფესიული უნარების სრულყოფასა და სერტიფიცირებას.
მოდით ეხლა მოვიყვანოთ მარტივი მაგალითი: თუ თქვენ გსურთ ამ წუთისათვის დასაქმდეთ მზარეულის დამხმარის პოზიციაზე, თქვენი ანაზღაურება იქნება 400 დან 600 ლარამდე. მაგრამ თუ თქვენ გამოყოფთ დროს და ისწვლით პროფესიულ სასწავლებელში 3 თვის მანძილზე მზარეულის შემსწავლელ კურსებს, შემდეგ თქვენ გექნებათ სერტიფიკატი და დასქმების შემდეგ სულ ცოტა 1000 ლარი ანაზღაურება.
ჩვენ თქვენთვის მოვიძიეთ ამ ეტაპისთვის არსებული პროფესიული მომზადების კურსი რომელიც არის უფასო და ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ისწავლება შემდეგი პროფესიები.
- მსუბუქი ავტომანქანის ელექტრო სისტემის შეკეთება
- კონდიტერი
- ბართენდერი (ბარმენი)
- სარესტორნო მომსახურება
- სასტუმრო მომსახურება
- მზარეულის შემსწავლელი კურსები
- საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი
- ელექტროობა
- შემდუღებელი
- მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი
- ჰაუსმასტერი
საკმაოდ კარგი წინადადებაა, იმისათვის რომ შემდგომ შეძლოთ დასაქმება და გქონდეთ სერტიფიკატი. იქნებით სერტიფიცირებული სპეციალისტი.
თუ დაინტერესებული ხართ ამ სიახლით დააჭირეთ ღილაკს რეგისტრაცია და დაგიკავშირდებიან. გისურვებთ წარმატებებს. ვაკანსიების სანახავად ეწვით ჩვენს ვებ გვერდს www.nes.ge
გაიარე რეგისტრაცია დააჭირე ღილაკს რეგისტრაცია
ასევე გვინდა გთხოვოთ რომ გააზიაროთ ეს პოსტი რადგან ბევრს ჭირდება დასაქმება.