fbpx

სქაინეთ დისტრიბიუშენი

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

ანაზღაურება შეთანხმებით ვადა 16 ივლ - 16 აგვ

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

ჩვენ ვართ შპს სქაინეთ დისტრიბიუშენი. ჩვენ  წარმოვადგენთ ტექსერვისს, SAFEს და Melloს ქართულ ბრენდებს. კომპანია არის წარმოდგენილი 3 ფილიალით. გვაქვს 18 წელზე მეტი გამოცდილება. კომპანიის მისიაა განავითაროს და ახალ საფეხურზე აიყვანოს ელექტრო ტექნიკის მომსახურება, განავითაროს საქართველოს ბაზრისთვის მორგებული ელექტრო ტექნიკის პროდუქციის წარმოება და უახლესი  ელექტრო ტექნიკის გადაწყვეტილებები გახადოს ხელმისაწვდომი.

ვეძებთ ენერგიულ, განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები

  • კორპორატიული კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
  • პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოთხოვნების შესწავლა;
  • პოტენციურ კორპორატიულ კლიენტებთან ეფექტური მოლაპარაკების წარმოება;
  • კომპანიის გაყიდვების არხებზე მუშაობა და ქსელის გაფართოება;
  • ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
  • პოტენციურ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია და პროდუქტის შეთავაზება;
  • არსებული კლიენტებისათვის კორპორატიული შეთავაზების განახლება პროდუქტის დამატებითი სარგებლიანობის, მომსახურების მოქნილობის და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;
  • გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
  • სხვადასხვა სახის კორპორატიული შეთავაზებების მომზადება;
  • პროდუქციის, ასევე მომსახურების გაყიდვა, გაყიდვების კოორდინირება;
  • პოტენციურ მომხმარებელთა ბაზების ფორმირება და მართვა;
  • კორპორატიული კლიენტების მონაცემთა ბაზის მუდმივი მონიტორინგი;
  • სამუშაო პროცესის დაგეგმვა და ანალიზი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ( სასურველია, ბიზნესისადმინისტრირების მიმართულებით);
  • გაყიდვების სტრუქტურის და თეორიული საფუძვლების ცოდნა;
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში (უპირატესად ჩაითვლება რეზიუმეები ელექტრო ტექნიკის პროდუქციის ან მომსახურების სფეროში გამოცდილება);
  • საოფისე პროგრამების (Word, Excel, Outlook, PowerPoint) სრულყოფილი ცოდნა;
  • Gmail, Google Driveთან მუშაობის გამოცდილება;
  • უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული);

უნარები / კომპეტენციები

  • დაგეგმვის, კონტროლის და ანალიზის უნარი.
  • მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • კრეატიულობა;
  • სწორი გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • პრეზენტაბელურობა;
  • დახვეწილი მეტყველების უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა, კონსტრუქციული და მზად რჩევების მისაღებად;
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა, დაგეგმვის და დროის მართვის უნარი;

 

სამუშაო განაკვეთი: სრული.

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (კვალიფიკაციის შესაბამისად).

ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ს. თაყაიშვილის #37  (ვარკეთილი III, მე3 მ/რ, პოლიციასთან ახლოს, საქართველოს ფოსტის ახალი ფილიალის გვერდით).

დაინტერესებულ პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე – CV და ცოდნის დამადასტურებელი შესაბამისი ინფორმაცია, ასევე რეკომენდაციები თუ ასეთი გაქვთ ელფოსტაზე: [email protected]

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
№ 1. აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
№ 2. გასაუბრება;
№ 3. 3 თვიანი გამოსაცდელი ვადა.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

თბილისი