fbpx

ბრიტანია ქონსთრაქშენ

რკინა ბეტონის ხელოსანი/ხელოსნის დამხმარე

800₾ - 1.500₾ ვადა 13 ივლ - 13 აგვ

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

სამშენებლო კომპანია უსფ „ბრიტანია ქონსთრაქშენ“ აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე თბილისში:

  • რკინა/ბეტონის ხელოსანი;
  • რკინა/ბეტონის ხელოსნის დამხმარე.

 

  • ხელოსნის დამხმარეებისათვის სასურველია, თუმცა აუცილებელი არ არის გამოცდილების არსებობა.
  • კომპანია გთავაზობთ მუდმივ სამსახურს. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.
  • ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, თითოეული დღის ფარგლებში ნამუშევარი 8 საათი ანაზღაურდება ნორმირებული ტარიფით, ხოლო შაბათი, კვირა, უქმე დღეები და ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით პერიოდში 8 საათის ზემოთ ნამუშევარი დრო ანაზღაურდება ზეგანაკვეთური ტარიფით.
  • კვირას და უქმე დღეებში მუშაობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დასაქმებული, დამსაქმებლის შემოთავაზების არსებობის შემთხვევაში.
  • როგორც ხელოსნის, ასევე ხელოსნის დამხმარის პოზიცია შედგება კატეგორიებისაგან. შრომის ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია დასაქმებულის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე. ხელფასი გაიცემა თვეში ორჯერ, განსაზღვრულ დღეებში, დაგვიანების გარეშე.
  • ხელოსნის ხელფასის მინიმალური, ხელზე ასაღები ოდენობა, შეადგენს 1500 ლარს;
  • ხელოსნის დამხმარის მინიმალური, ხელზე ასაღები ოდენობა, შეადგენს 800 ლარს.

 

დაინტერესებული კანდიდატებს ვთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე: +995 551 22 23 23

 

თბილისი