fbpx

Hotel River Side

სასტუმროს ადმინისტრატორი

600₾ - 750₾ ვადა 02 ივნ - 02 ივლ

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

სასტუმრო „რივერ საიდი“ წარმოადგენს მაღალი კლასის, ბუტიკურ სასტუმროს  თბილისში, რომლის პირველ სართულზეც, 2014 წლის ბოლოს, პირველი ტიფანი ბარი გაიხსნა, ხოლო 2017 წლის თებერვალში ტიფანი ტერასა.

„რივერ საიდი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი დაწესებულებაა და ბოლო  წლებში არაერთი პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა. მათ შორის Travelers’ Choice Awards 2015, 2016, 2017, 2018 ცნობილი ამერიკული კომპანია Tripadvisor inc სგან. აღსანიშნავია ასევე სასტუმროს მართვის პროგრესული და უაღრესად ეფექტიანი მეთოდები, რომლებსაც პრაქტიკაში ატარებენ სასტუმროს ინდუსტრიის გამოცდილი და მაღალკვალიფიციური თანამშრომლები.

 

სასტუმრო „რივერ საიდი“ აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • სასურველია სასტუმროში ადმინისტრატორად მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება,
  • ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • Fina-ს სასტუმროს პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე, კომპიუტერული და სასტუმროს ონლაინ დაჯავშნის ინტერნეტ პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
  • ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;

მოვალეობები:

  • გუნდის სრულად შეკრების შემდეგ 12 საათიანი მუშაობის გრაფიკი – (პირველი დღე – დილის ცვლა, მეორე დღე – ღამის ცვლა და შემდეგ 2 დღე – ღამე დასვენება);
  • ჯამში 15 მორიგეობა თვეში
  • სტუმრების მიღება და განთავსება;
  • ჯავშნების განხორციელება;
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
  • მენეჯმენტის დავალებების შესრულება;
  • სტუმართან ანგარიშსწორების წარმოება;
  • სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება;

ჩვენ გთავაზობთ:

  • ხელფასი პირველი 3 თვე – 40 ლარი ხელზე 1 მორიგეობა; 3 თვის შემდეგ – 45 ლარი – 1 მორიგეობა; შემდეგ 3 თვის შემდეგ – 50 ხელზე ლარი 1 მორიგეობა;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • კვებით სრულად უზრუნველყოფას;
  • დამატებით მოქმედებს ყოველთვიური სამოტივაციო საბონუსე სისტემა.

 

ჩვენთან გუნდში შეძლებთ საუკეთესო გამოცდილებას და მშვენიერ შესაძლებლობებს კარიერული ზრდისთვის!

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსთან ერთად, ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თბილისი