fbpx

სისაური გრაინდერსი

ბარისტა კონსულტანტი

ანაზღაურება შეთანხმებით ვადა 01 ივლ - 01 აგვ

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

,,სისაური გრაინდერსი’’ აცხადებს ვაკანსიას ბარისტა კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში:

 

ჩვენი კომპანიის მთავარი ძალა ერთიანი გუნდია, რომელიც ყოველდღიურად ითვალისწინებს მომხმარებელთა ინტერესებს და საუკეთესო მომსახურებით ზრუნავს მათ განწყობაზე.

გთავაზობთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ბევრ საინტერესო სიახლესთან ერთად, სადაც დაგხვდებათ კომფორტული სამუშაო გარემო და მოქნილი სამუშაო გრაფიკი. გეძლევათ შანსი ჩაერთოთ სხვადასხვა პროექტებში, იზრუნოთ საკუთარი თავის განვითარებაზე, აღმოაჩინოთ ახალი შესაძლებლობები და შეიძინოთ ბევრი მეგობარი.

ჩვენთან ისწავლით სხვადასხვა სახის საუკეთესო ხარისხის ყავისგან უგემრიელესი ყავის მომზადებას, გაეცნობით ყავისა და ჩაის ისტორიას, დაეუფლებით გაყიდვების ხელოვნებას, ისწავლით, როგორ დაეხმაროთ მომხმარებელს სასურველი პროდუქტის შერჩევაში.

სტაჟირების ხანგრძლივობა შეადგენს 10 სამუშაო დღეს.

ამ პერიოდში თქვენთვის ჩატარდება ტრენინგები, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ საკითხებთან დაკავშირებით. შეხვდებით კომპანიის წარმომადგენლებსა და იმ ფილიალის გუნდის წევრებს, სადაც დასაქმდებით. სტაჟირების დასასრულს, ტესტირების შედეგის, პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე და მენეჯერის რეკომენდაციის გათვალისწინებით, მოხდება გადაწყვეტილების მიღება თქვენი დასაქმების თაობაზე.

დაინტერესების შემთხვევაში სივი გამოგვიგზავნეთ სემდეგ მისამართზე: [email protected]com

 

სამუშაო დრო: კვირაში 40 საათი

 

ვაკანსია ცხადდება ფილიალებში შემდეგ მისამართზე:

  • დინამო – ცაბაძის ქ.8
  • ისთ ფოინთის ფილიალი (ისთ ფოინთის ფილიალისთვის გვაქვს ორი ვაკანსია, ერთი სრულ განაკვეთზე და მეორე ნახევარ განაკვეთზე კვირაში 6სამუშაო დღითა და 6 საათიანი გრაფიკით)
  • გლდანი სითი მოლი
  • ქარვასლა  ცოტნე დადიანის ქ.7

 

გასაუბრების შემდგომ, შერჩეული კადრები გაივლიან 10 დღიან სტაჟირების პროგრამას, სადაც რამდენიმე დღე დაეთმობა ტრენინგებს ადმინისტრაციაში, შემდეგ გაივლიან პრაქტიკას მითითებული ფილიალის გუნდთან ერთად. სტაჟირების პერიოდში სამუშაო დრო განისაზღვრება რამოდენიმე საათით და არ არის ანაზღაურებადი.

გისურვებთ წარმატებებს !

თბილისი