fbpx

SPAR Georgia

მოლარე-კონსულტანტი გლდანში

ანაზღაურება შეთანხმებით ვადა 15 მაი - 15 ივნ

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

“SPAR Georgia” – “SPAR International”-ის გლობალური ოჯახის წევრი – აცხადებს კონკურსს მოლარე-კონსულტანტის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, გლდანი, ფრანგული უბანი
ასაკი: შეზღუდული არ არის (აუცილებელია იყოთ სრულწლოვანი)
სამუშაო გრაფიკი: სრული (ცვლებში)

მოვალეობები:
• სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
• სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი;
• დარბაზის შესაბამის სექციაში პროდუქციის დახლებზე განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
• პროდუქციის რეალიზაციამდე ხარისხის, ვადიანობის, ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
• მომხმარებლისათვის სექციაში განთავსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
• მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა, არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
• გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.

მოთხოვნები:
• გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, გუნდურობა, ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა;
• კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები;
• სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა.

კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს, განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში – “Subject” მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: “მოლარე-კონსულტანტი”. ან დაგვიკავშირდით ნომერზე 577 548844

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

თბილისი