
ცენტრალური სადისპეტჩერო - დისპეტჩერი
თბილისი ენერჯი
- თბილისი
- სრული განაკვეთი
- კონკურენტული
- ნოე 14 - დეკ 14
- ენერგორესურსები და სასარგებლო წიაღისეული
- გამოცდილების გარეშე
თბილისი ენერჯი აცხადებს ვაკანსიას ცენტრალური სადისპეტჩერო - დისპეტჩერის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
# უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
# უპირატესობა მიენიჭება ანალოგიურ სამსახურში მუშაობის გამოცდილებას;
ძირითადი მოვალეობები:
# გამანაწილებელი გაზსადენების ტექნიკური მდგომარეობისა და მოხმარებული გაზის მოცულობის შესახებ ინფორმაციის ოპერატიულად შეგროვება;
# ბუნებრივი გაზის მოწოდებისა და ტრანსპორტირების დაგეგმვის მონაცემთა ფორმირებაში მონაწილეობის მიღება;
# გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება;
# ქალაქის მკვებავ სათაო და შიდა გაზგამანაწილებელ სადგურებზე (შემდგომში – ‘`გმს") წნევის რეგულირება;
# ქალაქის მკვებავ სათაო გმსებიდან-დან გაზის ხარჯის შესახებ ინფორმაციიის საათში ერთხელ (ზაფხულის სეზონზე – ყოველ 2 საათში ერთხელ) მიღება;
# ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის, გაზსადენზე ავარიისა და სხვა შეფერხებების შესახებ ჟურნალის წარმოება და ინფორმაციის ხელმძღვანელობისათვის ოპერატიულად მიწოდება;
# გაზსადენებზე მომხდარი ავარიებისას შესაბამისი სამსახურების გამოძახების უზრუნველყოფა და ავარიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებზე კონტროლის განხორციელება;
# გმს-ის ოპერატორების მიერ გადმოცემული მონაცემების ელექტრონულ ბაზაში ასახვა და მათი სიზუსტის შემოწმება;
# კომპანიაში მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესების ცოდნა და დაცვა;
# სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში გამოვლენილი დარღვევების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
უნარ-ჩვევები:
# დეტალებზე ორიენტირებულობა;
# ორგანიზებულობა;
# პუნქტუალობა;
კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს:
# რეზიუმე ქართულ ენაზე (CV);
ჩვენ გთავაზობთ:
# პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
# მეგობრულ გარემოს;
# კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
სამუშაო პირობები:
# სამუშაო განრიგი: ორშაბათი- პარასკევი, 09:00-18:00 საათამდე.
# სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
# ანაზღაურება შეთანხმებით;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ ფოსტაზე: public@te.ge ან vacancies@te.ge (ელ. ფოსტის "subject" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება);
კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/EnergyTbilisi/ ან ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდით https://www.te.ge
გისურვებთ წარმატებას!