
მომსახურების ცენტრი - ტექნიკოსი
თბილისი ენერჯი
- თბილისი
- სრული განაკვეთი
- კონკურენტული
- ნოე 14 - დეკ 14
- ენერგორესურსები და სასარგებლო წიაღისეული
- გამოცდილების გარეშე
თბილისი ენერჯი აცხადებს ვაკანსიას მომსახურების ცენტრი - ტექნიკოსის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
# საშუალო /პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
დამატებითი მოთხოვნები:
# საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარი;
# სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
ძირითადი მოვალეობები:
# შენობების გაზმომარაგების ქსელის და მასზე არსებული მოწყობილობების შეუფერხებელი და უსაფრთხო მუშაობის უზრუნველყოფა;
# ახლად გაზიფიცირებულ ფართებში გაზგაყვანილობის ქსელის, მოწყობილობების პროექტთან შესაბამისობის შემოწმება და გაზის პირველადი ჩართვა;
# აბონენტებისთვის ინსტრუქტაჟის ჩატარება გაზის მოწყობილობებისა და დანადგარების უსაფრთხო გამოყენების შესახებ;
# აღრიცხვის კვანძისა და გაზის ქსელის შემოწმება, დარღვევებზე შესაბამისი რეაგირება
# გაზმომარაგების ქსელზე გაჟონვის აღმოფხვრა;
# მრიცხველის დემონტაჟი/მონტაჟი, გადალუქვა, გაზს ონკანების შეცვლა/ შეპოხვა;
# გაზის მეურნეობის ტექნიკური რეგლამენტებისა და უსაფრთხოების მოთხოვნათა მკაცრი დაცვა;
უნარ-ჩვევები:
# მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
# დეტალებზე ორიენტირებულობა;
# გუნდური მუშაობის უნარი;
კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს:
# რეზიუმე ქართულ ენაზე (CV);
ჩვენ გთავაზობთ:
# პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
# მეგობრულ გარემოს;
# კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
სამუშაო პირობები:
# სამუშაო განრიგი: ორშაბათი- პარასკევი, 09:00-18:00 საათამდე;
# სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
# ანაზღაურება შეთანხმებით;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ ფოსტაზე: public@te.ge ან vacancies@te.ge (ელ. ფოსტის "subject" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება);
კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/EnergyTbilisi/ ან ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდით https://www.te.ge
გისურვებთ წარმატებას!