
პრისეილერი
GRASS Partner
- თბილისი
- სრული განაკვეთი
- კონკურენტული
- ნოე 7 - დეკ 7
- ვაჭრობა/დისტრიბუცია
- გამოცდილების გარეშე
გრას პარტნიორი არის ოფიციალური დისტრიბუტორი პროფესიონალური საწმენდი საშუალებების და საყოფაცხოვრებო ქიმიის მიმართულებით, რომელიც თანამშრომლობს არაერთ ცნობილ ობიექტთან, როგორც რესტორნებთან ასევე სასტუმროებთან და სხვა. ჩვენ გთავაზობთ დასუფთავების კუთხით ფართო არჩევანს, რაც მოიცავს: თხევად საპნებს, საპირფარეშო-აბაზანის, სამზარეულოს, იატაკების, ტექსტილის და სხვადასხვა ზედაპირების მოვლას.
გრას პარტნიორი აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე
# სამუშაო ადგილი:თბილისი;
# სამუშაო განაკვეთი - ორშაბათი-პარასკევი - 09:00 დან 18:00 მდე;
# ხელფასი - ფიქსირებული + ბონუსი;
ძირითადი მოვალეობები:
# ავოქიმიის პროდუქტების რეალიზაცია;
# ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა და მათთან წარმატებული კომერციული ურთიერთობების დამყარება;
# გაყიდვების გეგმის შესრულების პროცესში გამოვლენილი პრობლემების უშუალო ხელმძღვანელებთან დაფიქსირება.
აუცილებელი მოთხოვნები:
# საკუთარი ავტომობილის ყოლა, რა შემთხვევაშიც კომპანია აანაზღაურებს ცვეთისა და საწვავის ხარჯებს;
პიროვნული თვისებები:
# მოლაპარაკების წარმართვისა და პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;
# შრომისმოყვარე;
# პუნქტუალური;
# დროის სწორად მართვის უნარი;
# სხარტი აზროვნება;
# კონკურენტუნარიანი;
# გუნდში მუშაობის უნარი;
# პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა.
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს შეავსეთ ელექტრონული განაცხადი და ჩვენ დაგიკავშირდებით: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeawGeQYsAXZt8anymqXZUo04Qk32uLqzNJGNtGUzwGzuZAGA/viewform?usp=sf_link