მიწოდების დამხმარე

  • ★ პრემიუმი

IDS Borjomi

  • თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 800ლ - 1.100ლ /საათში
  • სექ 18 - ოქტ 18
  • ვაჭრობა/დისტრიბუცია
  • გამოცდილების გარეშე
  • ★ პრემიუმი

ვაკანსიის დეტალები

შპს „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ არის საერთაშორისო კომანია IDS ბორჯომის ჯგუფის წევრი. ჩვენს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვა და მიწოდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

ბაზარზე ჩვენ ვყიდით წყლის ისეთ ლიდერ ბრენდებს, როგორიცაა: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“. 

ლოგისტიკის დეპარტამენტში, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს მიწოდების დამხმარის პოზიციაზე.
# ოფისის მისამართი: ილია ბაბუციძის ქ.#14; ქ. თბილისი;
# სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი, 08:30-დან დისტრიბუციის დასრულებამდე;
# ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული ხელფასი და გადაზიდული ტონაჟის მიხედვით(800-დან-1100 ლარამდე).

რისი გაკეთება მოგიწევთ:
# სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის მიწოდება;
# დადგენილი სტანდარტის მიხედვით, პროდუქციის წარმოდგენა;

საქმის შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაცია, უნარები და ცოდნა:
# საშუალო, პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
# გუნდური მუშაობის უნარი;
# კომუნიკაბელურობა

ჩვენ გთავაზობთ: 
# საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას;
# სამართლიან, გამჭირვალე შეფასების სისტემას;
# კონკურენტუნარიან ბენეფიტების პაკეტს;
# საუკეთესო სამედიცინო დაზღვევას;

როგორ დაგვიკავშირდეთ:
# მეილით: tbswork@borjomi.com (სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “მიწოდების დამხმარე”
# ტელეფონით: 599 48 92 23;
# ან მობრძანდით მისამართზე:  ილია ბაბუციძის ქ.#14; ქ. თბილისი;

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.

შერჩევის ეტაპები:
# გასაუბრება ეიჩართან და უშუალო ხელმძღვანელთან;

გისურვებთ წარმატებებს!

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე: https://www.ids-borjomi.ge/ 

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის  მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.