გოა კრედიტი

ფილიალის ექსპერტ- მენეჯერი

negotiable აქტიურია 15 მაი - 15 ივნ

ვაკანსიის დეტალები

საფინანსო ორგანიზაცია „გოა კრედიტი“  2008 წლიდან  წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე. ამჟამად „გოა კრედიტი“ წარმოდგენილია კონვერტაციებით,  ოქროსა და ვერცხლის სალომბარდე სესხით.

საფინანსო ორგანიზაცია „გოა კრედიტი აცხადებს ვაკანსიას ფილიალის ექსპერტ- მენეჯერის  პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი : თბილისი


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევის უზრუნველყოფა/მონიტორინგი;
  • კლიენტების მოზიდვის უზრუნველყოფა და პორტირების პროცესში ჩართულობა;
  • შემოსული მომხმარებლების იდენტიფიკაციის კონტროლი,ხელმოწერების ავთენტურობის მონიტორინგი;
  • პრობლემური მომხმარებლის საჭიროების დადგენა და მომსახურების უზრუნველყოფა;
  • კომპანიაში არსებული ფაილინგის მოწესრიგება და ფორმების სათანადოდ შევსების უზრუნველყოფა;
  • ვადაგადაცილებული პორტფელის მართვა და მუდმივი მონიტორინგი;
  • გაყიდვებში ჩართული თანამშრომლების კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • საბონუსე სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, ბონუსების განაწილება სერვისცენტრის მასშტაბით;
  • გარკვეული პერიოდულობით დირექტორთან სხვა და სხვა ტიპის ანგარიშების წარდგენა;
  • ინკასაციის პროცესის უზრუნველყოფა;
  • ძვირფასი ლითონების მიღება,შეფასება;
  • სალომბარდე სესხის გაცემა;
  • ბაზების დამუშავება,კლიენტების მოზიდვის უზრუნველყოფა;
  • სერვისცენტრში არსებული შიდა და გარე კამერების მუშაობის მონიტორინგი;
  • საგანგაშო ღილაკის მუშაობის მონიტორინგი;
  • სერვისცენტრში არსებული ინვენტარის სარგებლობის წესის დაცვის კონტროლი;
  • სერვისცენტრში სისუფთავისა და დისციპლინის დაცვის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება,
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
  • ძვირფასი ლითონების ექსპერტ-შემფასებლის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
  • ძვირფასი ლითონების შემფასებლის სერთიფიკატი;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

კანდიდატთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ,გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე hr@goacredit.ge . სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

591 257 567

 

შპს ,,გოა კრედიტის“ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე რეზიუმეს/ CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილის, კანომდებლობიტ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია და შეინახოს 1 წლის განმავლობაში

 

თბილისი