არგო ანურია

საბაგიროს ოპერატორი

negotiable აქტიურია 11 მაი - 11 ივნ

ვაკანსიის დეტალები

კომპანია  ,,არგო ანურია” აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე  არგოს საბაგირო გზაზე.


ჩვენ გუნდი ორიენტირებულია პერსპექტიული, კონკურენტუნარიანი, ენერგიული და ნიჭიერი კადრების დასაქმებაზე. პერსონალის განვითარებასა და მაღალი დონის პროფესიონალებად ჩამოყალიბებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • საბაგირო გზის უსაფრთხო ექსპლუატაცია;
  • მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხდომის უსაფრთხო ორგანიზება;

ძირითადი მოთხოვნები:

  • პუნქტუალური და მოწესრიგებული;
  • დროის მენეჯმენტი და საქმიანობის სწორად დაგეგმვის უნარი;
  • ტექნიკური რუსული , ინგლისური  ან გერმანული ენის ცოდნა;
  • სიმაღლეზე სამუშაოების შესრულების უნარი(მაქს.60მ);
  • განათლება ტექნიკური მიმართულებით (არ არის საჭირო უმაღლესი);
  • ასაკი 20-დან 40 წლამდე;

გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია „არგო ანურია“ თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:

  • კვებითი უზრუნველყოფა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღის ოდენობით;
  • ავადმყოფობის გამო გაცდენილი დღეების ანაზღაურება;
  • პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
  • 50 %–იანი ფასდაკლება | ნეფელე სქაი ბარში | თანდილა ლობი ბარში | ეფორია სპაში;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/განაცხადის ფორმა უნდა გამოგზავნონ  მისამართზე:  hr@bellevuebatumi.com  ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 43 60 09,  გთხოვთ, განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “ვაკანსია/ოპერატორი “.


კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

  • რეზიუმეების მიღება/გადარჩევა;
  • ინდივიდუალური გასაუბრება

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

საბოლოოდ შერჩეული კანდიდატები გაივლიან პროფესიულ გადამზადებას, გაეცნობიან კომპანია ,,არგო”-ის კორპორატიულ კულტურას, მუშაობის სტანდარტებს და დაეუფლებიან პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.

კომპანია „არგო ანურია“ მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

 

ბათუმი