მაგნიტი • Magniti

In-store კომუნიკაციების სპეციალისტი

negotiable აქტიურია 06 მარ - 06 აპრ

ვაკანსიის დეტალები

სუპერმარკეტების ქსელი ”მაგნიტი” 2015 წლიდან ფუნქციონირებს. „მაგნიტი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც, აქტიურადაა წარმოდგენილი.
“მაგნიტი“ ინოვაციური ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია მომხმარებლებისთვის საჭირო ასორტიმენტით, ყოველდღიური მოხმარების ახალი და მზა, ასევე ესქკლუზიური და საკუთარი ბრენდის პროდუქტებით;
კომპანიაში ორგანიზაციული ზრდის პროცესი მუდამ მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამშრომელთა კარიერული განვითარება და წინსვლაა.
ამ დროის მონაცემებით, „მაგნიტს“  300-მდე ფილიალი აქვს და 4500 თანამშრომელზე მეტი ჰყავს დასაქმებული.

სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ აცხადებს ვაკანსიას  In-store კომუნიკაციების სპეციალისტის პოზიციაზე:

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ახალი მაღაზიების გახსნის ღონისძიების ორგანიზება-აღსრულებაში მონაწილეობის მიღება;
  • ქსელის ფარგლებში მარკეტინგული მასალების განთავსების და ვიზუალური სტანდარტის დაცვა-კონტროლი;
  • მაღაზიების საახალწლო და სხვა სადღესასწაულო გაფორმებაში ჩართულობა-კონტროლი;
  • ქსელთან მუდმივ კომუნიკაციაში ყოფნა; მათთვის მიმდინარე კამპანიების და სხვა მარკეტინგული აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; დაგეგმვა-ბიუჯეტირებაში მონაწილეობა;
  • ქსელის უზრუნველყოფა გათამაშებისთვის საჭირო მასალებით ( ბილეთები);
  • კომპანიის საიმიჯო კამპანიებში ჩართულობა;
  • ივენთ-მენეჯმენტი;
  • რეპორტინგი;

ძირითადი მოთხოვნები:

  • სასურველია რითეილში მინიმუმ  1 წლიანი გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, კომუნიკაციების ან მომიჯნავე სფეროს მიმართულებით;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
  • Microsoft Office პროგრამების ფლობა;
  • გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • ანალიტიკის და ფაქტების სწორად შეფასების უნარი;
  • ორგანიზების, დაგეგმვის და აღსრულების უნარი;
  • შედეგებზე ორიენტირებულობა;

სამუშაო გრაფიკი:
სრული განაკვეთი – ორშაბათიდან პარასკევის ჩათლით 10:00- დან  19:00 საათამდე.

ანაზღაურება: ფიქსირებული + ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე მეილზე: hr@magniti.ge .
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

თბილისი