მაგნიტი • Magniti

წარმოების ტექნიკოსი

negotiable აქტიურია 01 მარ - 01 აპრ

ვაკანსიის დეტალები

სუპერმარკეტების ქსელი ”მაგნიტი” 2015 წლიდან ფუნქციონირებს. „მაგნიტი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც, აქტიურადაა წარმოდგენილი.
“მაგნიტი“ ინოვაციური ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია მომხმარებლებისთვის საჭირო ასორტიმენტით, ყოველდღიური მოხმარების ახალი და მზა, ასევე ესქკლუზიური და საკუთარი ბრენდის პროდუქტებით;
კომპანიაში ორგანიზაციული ზრდის პროცესი მუდამ მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამშრომელთა კარიერული განვითარება და წინსვლაა.
ამ დროის მონაცემებით, „მაგნიტს“  300-მდე ფილიალი აქვს და 4500 თანამშრომელზე მეტი ჰყავს დასაქმებული.
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ აცხადებს ვაკანსიას  წარმოების ტექნიკოსის პოზიციაზე თბილისში:

ფუნქცია – მოვალეობები:

  • კომპანიის ობიექტებზე საცხობ ხაზებში არსებული დანადგარების (საცხობი ღუმელები, ფერმენტაციის აპარატები, მიქსერები და სხვა) ტექნიკური დაზიანებებისა და ხარვეზების აღმოფხვრა.
  • დანადგარების შემოწმება, პრობლემის აღმოჩენა და შეკეთება.
  • საჭიროების შემთხვევაში დანადგარების დაშლა/აწყობა.
  • დანადგარებიდან დაზიანებული ნაწილების ამოღება და შესაკეთებლად შესაბამისი ხელოსნისთვის მიწოდება ან შესაცვლელად შესყიდვის წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით.

საკვალლიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 3 წელი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • ცვალებად გარემოსთან სწრაფად ადაპტირების უნარი
  • ორგანიზებული

სამუშაო განაკვეთი: სრული 10-დან 7-მდე, დასვენების დღე – კვირა
ანაზღაურება: ფიქსირებული + ჯანმრთელობის დაზღვევა

დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე მეილზე: hr@magniti.ge  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
თბილისი