ამბოლი

მექანიკოსი

negotiable

ვაკანსიის დეტალები

შპს „ამბოლი დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია.


დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:

www.amboli.ge   www.facebook.com/amboli.ge

„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას მექანიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი – ქ. თბილისი;


ძირითადი მოვალეობები:

  • ავტომობილის სარემონტო სამუშაოების ჩატარება;
  • ავტომობილის დაზიანებული ნაწილის შეკეთება ან ახლით შეცვლა;
  • საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამისი ნაწილის მაღაზიიდან გამოტანა და მონტაჟი;

ძირითადი მოთხოვნები:

  • ტექნიკური ან/და პროფესიული განათლება;
  • საავტომობილო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საავტომობილო სარემონტო სამუშაოების გმაოცდილება;

აუცილებელი უნარები: 

  • ინფორმაციის გადმოცემის უნარი;
  • პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა, დისციპლინირებულობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@amboli.ge  და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება


კომპანია „ამბოლში“ თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია „ამბოლის“ მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.”

თბილისი