კარფური - Carrefour

ანაზღაურებადი სტაჟირება ბიზნესის მიმართულებით

negotiable

ვაკანსიის დეტალები

„კარფური“ ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია „Majid Al Futtaim Retail“, რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.

„კარფურის“ მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის  უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.

„კარფური“ როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. “კარფური“-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თოთოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

Majid Al Futtaim Hypermarkets Georgia მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომლებიც არიან დამამთავრებელ კურსზე და დაინტერესებულნი არიან ბიზნესისა და მენეჯმენტის სფეროში თავის დამკვირდებით, სთავაზობს სწავლისა და განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას.

თუ დაინტერესებული ხართ ახალი გამოწვევებით, საერთაშორისო ასპარეზზე  ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავებით, და თვლით, რომ თქვენი მომავალი კარიერა ბიზნესისა და მენეჯმენტის სფეროში უნდა განვითარდეს, თქვენ გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა სამი თვის განმავლობაში გახდეთ პროფესიონალთა ჯგუფის წევრი და მიიღოთ მრავალმხრივი გამოცდილება საერთაშორისო საცალო გაყიდვების კომპანიაში.


სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან ბიზნესისთვის ორ ყველაზე საკვანძო დეპარტამენტშიკომერციისა და ლოგისტიკის დეპარტამენტებში ანალიტიკის მიმართულებით.

  • სტაჟირების ხანგრძლივობა – 3 თვე
  • სამუშაო საატები: 09:00-18:00
  • ანაზღაურება: 600
  • დეპარტამენტი – კომერეცია და ლოგისტიკა
  • ლოკაცია – Carrefour Georgia, სათაო ოფისი

სტაჟიორს შეხება ექნება ბიზნესის პრაქტიკულ მიმართულებებთან:

კომერცია:

  • ბიზნესის განვითარების ძირითადი პრინციპები
  • სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციის მომგებიანობა
  • გაყიდვების ანალიზი სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით და რეპორტინგი
  • გაყიდვებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორების იდენტიფიკაცია
  • სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამასა და Excel ში მუშაობა

ლოგისტიკა:

  • შესყიდვების დაგეგმარება
  • ადგილობრივი მომწოდებლების შეკვეთების შექმნა
  • იმპორტის პროდუქციაზე ცენტრალიზებული შეკვეთების გაკეთება
  • საწყობის ოპერაციები და საოპერაციო ანალიტიკა
  • საწყობიდან მაღაზიებამდე ტრანსპორტირება/ მარშუტების დაგეგმვა

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com (წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „სტაჟიორი – კომერცია“ ან „სტაჟიორი – ლოგისტიკა“)

გისურვებთ წარმატებებს!

თბილისი