კარფური - Carrefour

ონლაინ გაყიდვების ოპერაციების მენეჯერი

negotiable

ვაკანსიის დეტალები

„კარფური“ ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია „Majid Al Futtaim Retail“, რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.

„კარფურის“ მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის  უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.

„კარფური“ როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. “კარფური“-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თოთოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.


მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია – კარფური ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ონლაინ გაყიდვების ოპერაციების მენეჯერის ვაკანსიას.


ძირითდი მოვალეობები:

  • კომპანიის ფარგლებში არსებული ონლაინ შეკვეთების მართვა, მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი უკუკავშირის უზრუნვეოყოფა
  • მაღაზიების მასშტაბით თანამშრომლების სამუშაო პროცესის დაგეგმვა, გადანაწილება და კოორდინაცია, მათთვის პერიოდული ტრენინგების დაგეგმვა და ჩატარება
  • ონლაინ გაყიდვების მიმართულებით არსებული აქტივების  და მატერიალური ღირებულების (ტელეფონები, პლანშეტები და სხვ.) მართვა და გამართულ მდგომარეობაში ფუნქციონირების უზრუნველყოფა
  • ანალიტიკა და რეპორტინგი: სხვადასხვა ტიპის რეპორტების მომზადება გაყოდბევის , პროცესების მიმდინარეობისა და არსებული შედეგების შესახებ
  • დაგეგმილი მიზნების მიღწევისა და დადგენილი ხარისხის უზრუნველყოფის მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი
  • პროცესების ოპტიმიზაციასა და სერვისის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა

მოთხოვნები:

  • საოპერაციო მიმართულებით მუშობის 1-2 წლის გამოცდილება
  • საოფისე პროგრამების MSC office (Excel, Word, Outlook, Power Point) ცოდნა
  • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე
  • ორგანიზებულობა, გუნდურობა და ძლიერი ანალიტიკური და კომუნიკაციური უნარები

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com

წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.

გისურვებთ წარმატებებს!

 

თბილისი