მკითხველი

გაყიდვების მენეჯერი

500₾ - 1.500₾ აქტიურია 22 ნოე - 22 დეკ

ვაკანსიის დეტალები

მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია “მკითხველი” 2015 წლიდან პოზიციონირებს  და წამყვან ადგილს იკავებს წიგნების სამომხმარებლო ბაზარზე.

მკითხველის მეგობრული გუნდი იწვევს კრეატიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ ტალანტებს.


პოზიცია: გაყიდვების მენეჯერი

  • თუ ხარ აქტიური და შრომისმოყვარე;
  • მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის;
  • გსურს გამოცადო შენი თავი გაყიდვებში;
  • გაქვს დამაჯერებელი კომუნიკაციის უნარი;
  • გიყვარს წიგნები და ხალხთან კომუნიკაცია;
  • ხარ თავაზიანი და მეგობრული;

მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა!

ჩვენ გთავაზობთ:

  • მუდმივად მზარდ ანაზღაურებას;
  • არასრულ სამუშაო გრაფიკს;
  • ტრენინგებს გაყიდვების სფეროში;
  • კარიერული წინსვლის და განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს;
  • სამოტივაციო პროგრამებს
  • 20%იან ფასდაკლებას კომპანიის პროდუქციაზე

 

მკითხველში მუშაობის დასაწყებად გამოცდილება სასურველია, თუმცა აუცილებელი არ არის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ შენი მონდომება და განვითარების მუდმივი სურვილი.

სამუშაო პირობები:

  • ანაზღაურება:სახელფასო სისტემა განისაზღვრება ფიქსირებულს+ბონუსური სისტემით
  •  საშუალო ანაზღაურება შეადგენს 500 დან 1500 ლარამდე და ზემოთ ( ხელზე ასაღებ თანხას )
  • გრაფიკი – 10:00 დან 16:00 მდე და 16:00 დან 22:00 მდე

თუ ხარ დაინტერესებული გამოაგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: mkitkhvelitbilisi.cv@yahoo.com

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 568 703 527

 

თბილისი