მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბერმელი

აუდიტი ბათუმში

2.500₾ აქტიურია 10 ნოე - 10 დეკ

ვაკანსიის დეტალები

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბერმელი“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსურ დეპარტამენტში:

  • პოზიციის დასახელება: აუდიტი
  •  სამუშაო ადგილი: ბათუმი
  • სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ, შაბათი 09:20-14:20
  • სამუშაო დღეები: 6 სამუშაო დღე.
  • ანაზღაურებამინიმალური ხელფასი 2500 ლარი;

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიაში არსებული პროცედურების და პოლიტიკების შესრულების შემოწმება:
  • აუდიტის სამსახურის მხარდაჭერა პროცესების შემოწმება დარღვევების, შეუსაბამობებისა და პროცესში არსებული სისუსტეების გამოსავლენად;
  • რისკზე დაფუძნებული მიდგომით კომპანიაში არსებული ბიზნეს პროცესების შესწავლა მათში არსებული რისკის არეების გამოსავლენად;
  • გამოვლენილი რისკების და შეუსაბამობების გამოსწორებისთვის რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი.
  • დანერგილი პოლიტიკებისა და პროცედურების არსებულ პროცესებთან შესაბამისობის შემოწმება;
  • თაღლითობის შემთხვევების გამოვლენა, გამოკვლევა და შესაბამისი რეაგირება;
  • წინასწარ დადგენილი რისკ ინდიკატორების მიხედვით პროცესების შემოწმება:
  • პროცესების შემოწმება დანერგილი ძირითადი რისკ ინდიკატორების მიხედვით;
  • სხვა შიდა აუდიტთან დაკავშირებული საქმიანობა:
  • სამსახურის მიერ განსაზღვრული სხვადასხვა ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება;
  • კომპანიაში არსებული ძირითადი რისკების რეესტრების წარმოება;
  • არსებული პროცესების აღწერა პროცესების ეფექტურობისა და ეფექტიანობის შეფასების მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით;
  • ფინანსური აღრიცხვისა და ფინანსური მენეჯმენტის პრინციპების ცოდნა.
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • ქართული საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
  • საგადასახადო და ფინანსური აუდიტის წარმატებით გავლის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამებისა და ექსელის (Vlookup, Hlookup, Lookup, indirect, match.) მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია ფინანსურ სექტორში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები/უნარები:

  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართებზე :: hr@bermeli.ge 

სათაურის ველში აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიი სდასახელება განცხადებაში მითითებული პოზიციის დასახელების მიხედვით – მთავარი ბუღალტერი ან ბუღალტერი

საკონტაქტო ინფორმაცია:   +995 568 700 300

ბათუმი