ამბოლი

მძღოლი

შეთანხმებით აქტიურია 11 ნოე - 11 დეკ

ვაკანსიის დეტალები

შპს „ამბოლი  “ წარმოადგენს Georgia Capital PLC (https://georgiacapital.ge) ჯგუფში შემავალ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:

www.amboli.ge   www.facebook.com/amboli.ge


კომპანია „ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას მძღოლის  პოზიციაზე ქალაქ თბილისში.


ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიაში არსებული პროდუქციის მიწოდება-მომარაგება ფილიალებსა და რეგიონებში;
  • ავტოტრანსპორტის ტექნიკურ და ჰიგიენურ მდგომარეობაზე ზრუნვა;
  • მოძრაობის უსაფრთხოების წესებისა და შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა;
  • უფლებამოსილი პირებისგან მიღებული დავალებების დროული შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • მართვის მოწმობის B/C კატეგორია.
  • საშუალო ან უმაღლესი განათლება;
  • ავტომობილის მართვის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  • მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;

აუცილებელი უნარები:

  • ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@amboli.ge  და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება – მძღოლი.


კომპანია „ამბოლში“ თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია „ამბოლის“ მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.”

თბილისი