ჯეო ემ ტექს

წარმოების მენეჯერი (წარმოების ხელმძღვანელი)

2.500₾ აქტიურია 20 სექ - 20 ოქტ

ვაკანსიის დეტალები

სამკერვალო ფაბრიკა “ ჯეო ემ ტექს აცხადებს კანდიდანტების მიღებას წარმოების მენეჯერი (წარმოების ხელმძღვანელი) პოზიციაზე თბილისში. 


მოთხოვნები და სამუშაო პირობები;

  • სასურველია სამუშაო გამოცდილება;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • განათლება- უმაღლესი მენეჯერული ან სპეციალური ტექნოლოგიური მიმართულებით;
  • ანაზღაურება – 2500ლარიდან (მზარდი);
  • სამუშაო გრაფიკი (სამუშაო საათები, დასვენების დღეები)  სამუშაო საათები კვირაში 40 საათისამუშაო დღეები ორშაბათიდან– პარასკევის ჩათვლითდასვენების დღეებიშაბათიკვირა დამატებით კანონით დადგენილი უქმე დღეები;  სამუშაო დრო არის 8 საათი, დაწყება 09:00 საათიდასრულება: 18: 00 საათისამუშაო დღის განმავლობაში შესვენებისათვის განკუთვნილი დროა: 1 საათი( 13:00- 14:00);
  • გლდანინაძალადევის /ნი .ნინუას . 3;

ძირითადი ვალდებულებები:

  • შეკვეთის დამზადების უზრუნველყოფა მინიმალური დანაკარგებით, დადგენილი ხარისხისა და ვადების დაცვით;
  • მთავარ ტექნოლოგთან კოორდინაციითა და თანამშრომლობით საწარმოს პროფესიული გუნდის ჩამოყალიბება;
  • წარმოების ორგანიზაციული სტრუქტურისა და ფუნქციონირების შემუშავება, როგორიცაა ბრიგადირების, კონტროლიორების, მკერავებისა და შემფუთველების ურთიერთანამშრომლობის და კონკრეტული მოვალეობების განსაზღვრა;
  • არსებული ტექნოლოგიური და ადამიანური რესურსების გადანაწილებით, ყოველდღიური სამუშაო გეგმის ჩამოყალიბება შეკვეთის ვადებისა და მოთხოვნილი პარამეტრების გათვალისწინებით;
  • შეკვეთის წარმოებაში ჩაშვებამდე, ტექნოლოგის მიერ ბრიგადისთვის სწავლების მსვლელობის ახლო მეთვალყურეობა და მონიტორინგი;
  • წარმოების ყოველდღიური შესრულებული სამუშაოების შეჯამება და დაგეგმილთან შედარება; ბრიგადირებთან უკუკავშირი;
  • ხარვეზიანი პროდუქციის დაშვებულზე მეტი რაოდენობის წარმოების შემთხვევაში, მიზეზების დაუყოვნებლივ გამოძიება და აღმოფხვრის გზების გამონახვა ბრიგადირებთან ურთიერთშეთანხმებით; მინიმალური დანახარჯების უზრუნველყოფა;
  • გუნდის მიერ შესრულებული სამუშაოს მუდმივი მეთვალყურეობა: სუსტი რგოლების გამოვლენა და გაუმჯობესების გზების გამონახვა;
  • დაბალი კატეგორიის კადრებში მაღალი კატეგორიის კერვის პოტენციალის მქონე თანამშრომლების მუდმივი გამოვლენა და მათი დაწინაურება;
  • ყოველთვიურად ბრიგადირების მიერ გამოთვლილი სახელფასო უწყისის გადამოწმება და ბუღალტერიასთან ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
  • ვალდებულია უზრუნველყოს კომპანიაში დანერგილი შრომის უსაფრთხოების, გარემოს დაცვის, საწარმოო სანიტარიის და სხვა მომწესრიგებელი ნორმებისა და წესების დაცვა;
  • ვალდებულია ყოველი ქმედებისას იხელმძღვანელოს კონფიდენციალურობის დაცვით, მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის ინტერესების შესაბამისად;
  • მთავარ ტექნოლოგთან ახლო თანამშრომლობის საფუძველზე, წარმოების პროცესის უკეთ განვითარებაზე ზრუნვა, ახალი ტექნიკურ-ტექნოლოგიური და ორგანიზაციული შესაძლებლობების გამოვლენა და მათი საოპერაციო დირექტორთან წარდგენა;

დამატებითი ინფორმაცია :

  •  წარმოება სწრაფად ვითარდება და კომპანია მიზანმიმართულად მიიწევს თავისი სრული სამუშაო მოცულობისკენ, რომელიც განისაზღვრება 1000 თანამშრომლით.
  • ამ მომენტისათვის ფაბრიკაში მუშაობს რვა საწარმოო ხაზი, რომელიც აღჭურვილია იტალიური და იაპონური უმაღლესი სამკერვალო ტექნოლოგიებით.

ჩვენს ფაბრიკაში:

  • გთავაზობთ მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს;
  • თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა აითვისოთ ულტრათანამედროვე ტექნიკა;
  • ანაზღაურებასთან ერთად ჩვენს დასაქმებულებს ვთავაზობთ;
  • სავალდებულო დაზღვევას და უფასო ტრანსპორტირებას რეგიონებში.(რუსთავი,საგარეჯო,მანავი);
  • არ ხდება არასწრულწლოვან პირთა დასაქმება;
  • არსებობს ადგილობრივი სამედიცინო დახმარება;
  • აქ გარანტირებულია კომფორტული გარემო არამწეველთათვის;
  • ყველა ოთახი არის სრულად კონდინცირებული;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  Eloshvili2015@mail.ru ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 579 17 92 17;  574 83 39 81 ; 597 99 04 91

თბილისი