ბიოდიზელი ჯორჯია

ინჟინერი

შეთანხმებით აქტიურია 20 სექ - 20 ოქტ

ვაკანსიის დეტალები

კომპანია ბიოდიზელი ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას  ინჟინერის პოზიციაზე:


  • ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციის მიხედვით;
  • სამუშაო განაკვეთისრული
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ქინძმარაულის ქუჩა

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება სამრეწველო-ტექნიკური ან/და მექანიკის, ინჟინერიისა, და ტექნოლოგიის მიმართულებით;
  • გამოცდილება, მაგალითად ნავთობბაზაში, ღვინის ქარხანაში, ან რომელიმე დიდ ტექნოლოგიურ საწარმოში: ჰიდრავლიკური სისტემების, სატუმბი ხელსაწყოების და რეზერვუარების მომსახურებაში;
  • გამოცდილება ტექნოლოგიური ინსტრუქციების, ტექნოლოგიური მითითებების და სხვა ტექნოლოგიური/ინჟინერული დოკუმენტაციის (ნახაზების – პროექტების) შემუშავებაში, ტექნოლოგიური პროცესებში ცვლილებების განხორციელებაში;
  • გამოცდილება ტექნოლოგიური პროცესების, საწარმოო ინსტრუქციების შემუშავებაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში;
  • შესაბამის სფეროში საწარმოო ინჟინრად 2 წლამდე სამუშაო გამოცდილება;
  • ავტომობილის მართვის მოწმობა B კატეგორია;
  • კომპიუტერული გრაფიკული პროგრამების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

  • გაეცნოს და საფუძვლიანად შეისწავლოს დამსაქმებლის ქარხნის მუშაობის პრინციპები;
  • დეტალურად დაამუშავოს დამსაქმებლის წარმოების-ქარხნის ტექნოლოგიური სამუშაო სქემა და სრულად აითვისოს დამსაქმებლის ქარხნის ტექნიკური დეტალები;
  • მოწვეულ ექსპერტებთან ერთად ამუშავოს დამსაქმებლის საწარმო;
  • სრულად აითვისოს დამსაქმებლის სამუშაო ციკლი და დამოუკიდებლად უზრუნველჰყოს დამსამებლის ქარხნის სტაბილური, გამართული მუშაობა;
  • უზრუნველყყოს დამსაქმებლის საწარმოს ელექტროენერგიით მომარაგების სქემა;
  • განახორციელოს ტექნოლოგიური ინსტრუქციების, ტექნოლოგიური მითითებების და სხვა ტექნოლოგიური/ინჟინერული დოკუმენტაციის (ნახაზების – პროექტების) შემუშავება, მასში ტექნოლოგიური პროცესების კორექტირებასთან დაკავშირებით ცვლილებების შეტანა;
  • განახორციელოს ტექნოლოგიური პროცესების, საწარმოო ინსტრუქციების შემუშავება ახალი ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში;
  • უზრუნველჰყოს დამსაქმებლის წარმოებასთან დაკავაშირებული სხვა უსაფრთხოების ზომების მიღება;
  • გაუწიოს ხელმძღვანელობა მის დაქვემდებარებაში მყოფ ინჟინერის თანაშემწეს და სხვა პერსონალს;
  • შეისწავლოს დამსაქმებლის საწვავის წარმოების ტექნოლოგიის თანამედროვე ცვლილებები;
  • განახორციელოს, კომპეტენციის სფეროში, ხელმძღვანელი პირის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

პიროვნული თვისებები:,

  • პუნქტუალურობა; ორგანიზებულობა; გუნდურად მუშაობის უნარი; ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

  • დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე:: info@biodiesel.ge გთხოვთ ველში subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
თბილისი