ამბოლი

საწყობის აღრიცხვის ოპერატორი

შეთანხმებით აქტიურია 20 სექ - 20 ოქტ

ვაკანსიის დეტალები

შპს „ამბოლი წარმოადგენს Georgia Capital PLC (https://georgiacapital.ge) ჯგუფში შემავალ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2003 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:

www.amboli.ge   www.facebook.com/amboli.ge


„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის აღრიცხვის ოპერატორის  პოზიციაზე თბილისში.


ძირითადი მოვალეობები:

  • საწყობში მიღებული პროდუქციის პროგრამულად აღრიცხვა;
  • საწყობში მიღებული პროდუქციის მიღება/დასაწყობება;
  • ფილიალებიდან მიღებული შეკვეთების აღრიცხვა;
  • პროდუქციის განაწილება მიწოდების აგენტებისთვის;
  • წუნდებული და დაბრუნებული პროდუქციის პროგრამულად აღრიცხვა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია საწყობის ან/და აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამებში მომხმარებლის დონეზე მუშაობის გამოცდილება.

აუცილებელი უნარები: 

  • ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@amboli.ge  2022 წლის 24  მაისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება – საწყობის აღრიცხვის ოპერატორი.


კომპანია „ამბოლში“ თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია „ამბოლის“ მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.”

თბილისი