ნიკორა

 მზა პროდუქციის საწყობის ოპერატორი

შეთანხმებით აქტიურია 19 სექ -19 ოქტ

ვაკანსიის დეტალები

კომპანია „ნიკორა“ 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს  მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. „ნიკორა“ არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.


ნიკორა ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 6000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: www.nikora.ge


 სს „ნიკორას“  შვილობილი კომპანია შპს „ოკეანე“ აცხადებს  ვაკანსიას მზა პროდუქციის საწყობის ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სავაჭრო ობიექტებისგან შეკვეთების მიღება, დამუშავება და სადისტრიბუციო ხაზების მიხედვით დახარისხება;
  • შეკვეთების პროგრამული ასახვა, ჯამური წონების გამოყვანა და საჭიროების შემთხვევაში კორექტირებების განხორციელება;
  • საწყობიდან გასული პროდუქციის სავაჭრო ობიექტებზე პროგრამული გადაწერა და Rs-ზე ატვირთვა;
  • პროდუქციის მიწოდებისათვის საჭირო ყველა აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება დისტრიბუციისთვის;
  • მობრუნებული პროდუქციის ზედნადებების მიღება და მიღებული ზედნადებების Rs-ზე ატვირთვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ge მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: jobs@nikora.ge    ან დაგვიკავშირდით ნომერზე 598 16 77 64 , 595 70 77 73,

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2022 წლის 25 სექტემბერი.

თქვენს მიერ ზემოაღნიშნულ ელ.ფოსტზე გაგზავნილი რეზიუმე “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მონაცემების შენახვის ვადაა 1 წელი.

 

თბილისი