კომპანია

მთავარი ბუღალტერი

1.400₾ აქტიურია 13 სექ - 13 ოქტ

ვაკანსიის დეტალები

კვების პროდუქტების იმპორტიორი/სადისტრიბუციო კომპანია (+ ფართების იჯარა) აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე თბილისში

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის და ბიზნეს კანონმდებლობის ცოდნა;
  • საოფისე ტექნიკისა და კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
  • ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარი, კომუნიკაბელურობა, დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი, მოწესრიგებულობა, პუნქტუალურობა, მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება.

მოვალეობები:

  • საბუღალტრო აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარმოება;
  • საბუღალტრო-საფინანსო ფორმების მომსახურება ელექტრონული ვერსიით;
  • საბუღალტრო დოკუმენტაციის, საბუღალტრო აღრიცხვის დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
  • ყოველთვიური, წლიური, კვარტალური ანგარიშების მომზადება დადგენილ ვადებში;
  • ყველა სხვა საბუღალტრო ოპერაციის შესრულება და დოკუმენტის მომზადება რაც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი.

შრომითი ანაზღაურება -1400 ლარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ფოტოსურათი მისამართზე: gtc@dsl.ge  არაუგვიანეს 08.10.2022 მდე.

თბილისი