კაზინო ივერია

მიმტანი

შეთანხმებით აქტიურია 01 სექ - 01 ოქტ

ვაკანსიის დეტალები

შპს „ლიმონი 2009“   – „კაზინო ივერია“   ბათუმი აცხადებს ვაკანსიას მიმტანის  პოზიციაზე ბათუმში.


ფუნქცია-მოვალეობები:

  • სტუმრების დახვედრა, შეკვეთის მიღება და დროული გამასპინძლება სტანდარტების შესაბამისად;
  • ბარში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
  • სტუმრებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება და მენიუში არსებული პროდუქციის შეთავაზება;
  • ანგარიშსწორების წარმოება;
  • სტუმრის უკმაყოფილების შემთხვევაში ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
  • ბარის ინვენტარის გაფრთხილება და შესაბამისი სტანდარტების დაცვა;
  • ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია თურქული, ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაციის  უნარი;
  • თავაზიანობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე:  hrbatumi@iveriagroup.ge და სათაურის ველში – “Subject” აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ბათუმი