კარფური - Carrefour

მონაცემთა ბაზის ოპერატორი

შეთანხმებით აქტიურია 31 აგვ - 01 ოქტ

ვაკანსიის დეტალები

“კარფური” ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია “Majid Al Futtaim Retail”, რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.

“კარფურის” მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.

“კარფური” როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. “კარფური”-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თითოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

“მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია – კარფური” ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას თბილისში მონაცემთა ბაზის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • მონაცემთა შეყვანისთვის დოკუმენტების მომზადება, შედგენა და დახარისხება;
  • ინფორმაციის სისტემაში შეტანა, განახლება, შენახვა, მოძიება;
  • უკვე შესრულებული საქმის გადამოწმება;
  • სხვადასხვა რეპორტების მომზადება რეგულარულად;
  • მენეჯერის მიერ დაკისრებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
  • დაკისრებული მოვალეობების ვადებში შესრულება.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მონაცემთა ბაზაში ჩაითვლება უპირატესობად.
  • ინგლისური ენა საშუალო დონეზე;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);

უნარ-ჩვევები:

  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორგანიზაციულობა და დროის მართვის უნარები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com. წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება – “მონაცემთა ბაზის სპეციალისტი”.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.

გისურვებთ წარმატებებს!

თბილისი