ადლი

კოშკურანტების მემონტაჟე

შეთანხმებით აქტიურია 01 სექ - 01 ოქტ

ვაკანსიის დეტალები

სამშენებლო კომპანია “ადლი” 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია, ბრტყელი გადახურვა, , მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება-მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟი/დემონტაჟი და გეგმური მომსახურება.

სამშენებლო კომპანია “ადლი” აცხადებს ვაკანსიას კოშკურანტების მემონტაჟეს პოზიციაზე

 

  • სამუშაო განაკვეთი: სრული;
  • ანაზღაურება ფიქსირებული + ბონუსი;
  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, თ. ერისთავის #1;

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • მონტაჟზე მუშაობის გამოცდილება;
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო არის სტაბილური, მაღალანაზღაურებადი, სამედიცინო დაზღვევითა და სხვადასხვა ბენეფიტებით. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@adli.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება (ელექტრიკოსი) ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 577119029. გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.adli.ge

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!

თბილისი