მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბერმელი

იურისტი

1.250₾ აქტიურია 31 აგვ - 01 ოქტ

ვაკანსიის დეტალები

შპს მისობერმელი  აცხადებს  ვაკანსიას იურისტის   პოზიციაზე ქალაქ ბათუმში

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო საათებია: 10:00-18:00 სთ,  შაბათი 09:20-14:20
  • სამუშაო დღეები: 6 სამუშაო დღე.
  • ანაზღაურება მინიმალური 1250 ლარი (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად)

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

  • ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები (საჭიროების შემთხვევაში), განცხადებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება, საჭიროების შემთხვევაში მათი ნოტარიულად დამოწმება.
  • სასამართლო წარმომადგენლობა;
  • მის პორტფელში არსებული სესხების სწორად დაანგარიშება რესტრუქტურიზაციამდე/ სასამართლოში და აღსრულებაში გადაცემამდე;
  • კომპანიის თანამშრომლებისთვის  იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
  • საჭიროების შემთხვევაში კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან;
  • წარმმომადგენლობა ნებისმიერ ადმინისტრაციულ თუ სხვა ტიპის ორგანოებსა და ორგანიზაციებში;
  • საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ხელშეკრულებების შესახებ მოლაპარაკების წარმოება;
  • იურიდიული დოკუმენტების აღრიცხვა, დაარქივება, სისტემატიზაცია;
  • სხვადასხვა ხელშეკრულებების სამართლებრივი ანალიზი და ექსპერტიზა;
  • პრობლემურ დებიტორებთან ურთიერთობა და დებიტორული დავალიანებების ამოღება სამართლებრივი ინსტრუმენტებით;
  • საკანონმდებლო ცვლილებებისა და ეროვნული ბანკის რეგულაციების, მისი სიახლეებისა და ცვლილებების გაცნობა და განხორციელება, კომპანიის მუშაობაში დანერგვა;
  • ხელმძღვანელის მითითებული დავალებების შესრულება/წარდგენა, შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის წარდგენა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი  იურიდიული განათლება;
  • სასურველია მინიმუმ 1 წელი მუშაობის გამოცდილება იურისტის პოზიციაზე;
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (“Microsoft Word”  და ” Microsoft Excel”)

 

პიროვნული თვისებები: 

  • პრინციპების დაცვით საქმიანობის წარმართვის უნარი.
  • პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი  განაწილების უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე  eterberidze@bermeli.ge და hr@bermeli.ge -ზე, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ადგილმდებარეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება

 

ბათუმი