წისქვილი ჯგუფი

მზარეული

1.260₾ - 1.400₾ ვადა 01 აგვ - 01 სექ

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

„წისქვილი ჯგუფი“ ტრადიციული ქართული გემოების, ატმოსფეროსა და კულტურის ერთობლიობაა, რომელიც 2002 წლიდან მასპინძლობს სტუმრებს თბილისში წარმოდგენილ სამ სხვადასხვა ლოკაციაზე. წისქვილში შექმნილი გარემო, თავს გვახვევს ნოსტალგიურ განწყობას და პირდაპირ ასოცირდება იმ ტრადიციებთან, რაც წლების განმავლობაში ქმნიდა ფაქტობრივად ბრენდად ჩამოყალიბებულ – „ქართულს“. ამის პარალელურად, არ ჩამორჩება თანამედროვე ტენდენციებს და ყველა გემოვნების მომხმარებელს სთავაზობს საგულდაგულოდ მოწყობილ კუთხეს. კომპანიას არსებობის დღიდან დამსახურებულად აქვს მიღებული ჯილდოები მისი ხარისხისა და სტუმარ-მასპინძლობის დამსახურებით (Golden Brand Award 2005-2012, International NBR Award, Tripadvisor Certificate Of Excellence Winner 2019 და სხვა..)

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ „წისქვილი ჯგუფის“ დიდ გუნდში გვაქვს მზარეულის ვაკანტური პოზიციები.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის 99

გრაფიკი: სტანდარტული, 8 საათიანი ცვლიანობის გრაფიკი, კვირაში 1 დასვენების დღე.

ანაზღაურება: 1260 ლარი ცივი კერძების მზარეული, 1400 ლარი ცხელი კერძების მზარეული

სხვა: ჯანმრთელობის დაზღვევა, კვება, საღამოს ტრანსპორტირება.

 

მოვალეობები:

  • სამზარეულოში დადგენილი სტანდარტითა და რეცეპტურით კერძების მომზადება;
  •  ხარისხის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
  •  მარაგების ეფექტურად გამოყენება;

მოთხოვნები:

  •  მუშაობის გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე ქართულ რესტორანში აუცილებელია;
  •  სწრაფად რეაგირების უნარი;
  • ორანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
  •  გუნდური მუშაობის უნარი.

 

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ „წისქვილი ჯგუფის“ პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე +995 593 39 09 30 ან გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე hr@tsiskvili.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

თბილისი