სამედიცინო დაწესებულება

უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი

620₾ ვადა 29 ივლ - 29 აგვ

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

სამედიცინო დაწესებულება აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

სამუშაო გრაფიკი: ცვლებში
ანაზღაურება: 620 ლარი (ხელზე ასაღები)

პიროვნული თვისებები:

  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი.
  • დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • ათლეტური აღნაგობა;
  • მამაკაცი 22-დან 40 წლამდე;
  • ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
  • პუნქტუალურობა;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სამედიცინო დაწესებულებაში წესრიგისა და უსაფრთხოების ოპერატიული უზრუნველყოფა;
  • სამედიცინო დაწესებულებაში და მასში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების, ნებისმიერი დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვის უზრუნველყოფა;
  • დასაცავ ობიექტზე უკანონო შეღწევის პრევენციის მიზნით ან/და უკანონოდ შეღწევის აღკვეთა;
  • ნებისმიერ კანონდარღვევაზე მყისიერი რეაგირება და ა.შ.;

გთხოვთ დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით მისამართზე baramidzemarad@gmail.com და SUBJECT-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

ბათუმი