Viceversa

ბარისტა / მიმტანი

შეთანხმებით ვადა 26 ივლ - 26 აგვ

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

VICEVERSA ( COFFEE ACADEMY)  აცხადებს ვაკანსიას ბარისტას და მიმტანის პოზიციაზე თბილისში.

 

მოვალეობები

  • ცხელი და ცივი ყავების სხვადასხვა სახეობების მომზადება
  • ყავის მენიუს დეტალურად ცოდნა და მათი აღწერა სტუმრისთვის
  • ყავის მენიუს და დესერტების უსაფრთხოების პროცედურების დაცვა
  • სისუფთავის შენარჩუნება როგორც ბარში ასევე სტუმრის მაგიდაზე
  • თავაზიანი და სწრაფი მომსახურება, დადებითი განწყობის შენარჩუნება და კომუნიკაბელურობა
  • სტუმრისათვის მენიუს სრულ შემადგენლობის აღწერისა და განმარტების უნარი.
  • უზრუნველყოს ყველა კოვიდ 19-ის პროცედურის და სტანდარტის დაცვა კაფეში;

მოთხოვნები:

  • სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
  • დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
  • პუნქტუალურობა
  • კომუნიკაბელურობა გუნდთან და სტუმრებთან
  • პირად ჰიგიენაზე ყურადღების მიქცევა.

 

გამომდინარე ჩვენი გამოცდილებიდან კანდიდატები აუცილებლად გაივლიან  გადამზადებას რათა შეძლონ დახმარების გარეშე სწორად დაამზადონ და შეისწავლონ კლასიკური ლატტე არტის საწყისები,

სწავლებისა და პრაქტიკის შემდეგ თქვენ დაეუფლებით :

  • ბარისტად მუშობის მცირედი გამოცდილება და რაც მთავარია  სწავლის უნარი.
  • სწორი გრამის შერჩევა (ესპრესსო, ამერიკანო)
  • საფქვავის გასწორების უნარჩვევები
  • რძიანი ყავის დამზადება ლატტე-არტით , არა ვიდეოზე ნასწავლით არამედ პროფესიონალური.

 

  • გამოსაცდელი პერიოდი: განისაზღვრება ინდივიდუალურად და სწავლის ათვისების მიხედვით, ( 3-4 ) დღეში ჩანს შეძლებთ თუ არა;
  • ანაზღაურება ფიქსირებული + თიფი;
  • კვირაში მინიმუმ 40 საათი;
  • გრაფიკი 08-16 და 16-23;
  • ლოკაცია: აბაშიძის 29;

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) , ფოტოსურათი აუცილებელია ელ-მისამართზე: 2016viceversa@gmail.com  და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშრდით: 595 28 68 68

თბილისი