რესტორნების ქსელი, რომელიც ოპერირებს საქართველოს ბაზარზე 5 ობიექტით . ამჟამად გვაქვს ვაკანსიები თბილისში , ქალაქის ისტორიულ უბნებში , რესტორანი ,,ლიტერა , , მწერალთა სახლი, – მაჩაბლის ქ. 13 და რესტორანი ,,ჰაშერია,, აბანოს ქ.23 -ში.
რესტორანთა ქსელის განვითარების ამ ეტაპზე ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ , მოტივირებულ გუნდის წევრებს
მზარეულის პოზიციაზე (6 ვაკანსია) დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამუვნო სამუშაო გარემოს, ახალგაზრდა თანამშრომელთა გუნდს,დაწინაურების პერსპექტივას, პროფესიულ ზრდას, ჯანმრთელობის დაზღვევას, მიმზიდველ ხელფასს, 9 საათიანი ცვლებში ( მათ შორის 1 საათი შესვენებაა) თვეში საშუალოდ 22 ცვლა , სამუშაო გრაფიკი: 5/2-ზე , ანაზღაურება კვალიფიკაციის მიხედვით 1100 -დან 1300 ლარამდე (net) დამატებით თიფები და ბონუსი .
ფუნქცია-მოვალეობები:
- კერძების მომზადება განსაზღვრული რეცეპტისა და კალკულაციის მიხედვით;
- ინგრედიენტების მარაგების კონტროლი;
- პროდუქციის ხარისხის, გემოვნური თვისებებისა და ვადების კონტროლი;
- ახალი რეცეპტურისა და კალკულაციების შედგენა-განახლებაში მონაწილეობის მიღება;
- მოწესრიგებული უნიფორმის ტარება;
- სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად;
- ქართული და ევროპული სამზარეულოს ცივი და ცხელი კერძების მომზადება;
- კერძების გაფორმება და მომზადება სერვირებისთვის;
- საკვები ან სასმელი პროდუქტების, ინვენტარის და დანადგარების უსაფრთხოდ და სწორად შენახვის წესების ცოდნა და დაცვა;
- სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა სამზარეულოში;
- სამუშაოს სწრაფად და ეფექტურად შესრულების უნარი.
სავალდებულო მოთხოვნები:
- ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
- კერძების მომზადებისას დადგენილი კალკულაციის დაცვა;
- სისუფთავის კონტროლი;
- შეკვეთაზე სწრაფი რეაგირება;
- ფიზიკური და მენტალური გამძლეობა;
- შესაბამისი განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სამზარეულოს ორგანიზაციული სტრუქტურის და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- კვების სფეროში მიღებული განათლება ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესებულ პირს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით , შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hrcafelittera@gmail.com ან დარეკეთ 577 74 16 61
ველში “Subject” მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ,,მზარეული ,,
გისურვებთ წარმატებებს!