White Sails

ადმინისტრატორი

ანაზღაურება შეთანხმებით ვადა 21 ივლ - 21 აგვ

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

შპს კონსიერჟ ფროფერთი, სასტუმრო და საცხოვრებელ  კომპლექს  “White Sails”-ში აცხადებს ვაკანსიას, სასტუმროს მიღება-განთავსების დეპარტამენტში ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: ბათუმი,ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩა,№5 (ახალი ბულვარი)

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და გაცილება;
  • სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება – ნომრების, ტარიფებისა და კომპლექსში არსებული სხვა ობიექტების შესახებ;
  • შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
  • კომპლექსის  მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება;
  • სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
  • სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
  • ჯავშნების მიღება და პროგრამულად გატარება;
  • სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში მიმღები განყოფილების მენეჯერისთვის ინფორმაციის გადაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების ფლობა (სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა; საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

  •  დაგეგმვის,დროის მართვის და ოპტიმალურად განაწილების უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებული და ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • პრიორიტეტების დასახვის უნარი;
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ რეზიუმე/CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: sergo@wsr.ge .   ან დაგვიკავშირდით:  595 91 08 00

წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

ბათუმი