GLI

ადმინისტრატორი

650₾ ვადა 21 ივლ - 21 აგვ

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

აღმოაჩინე საუკეთესო გარემო შენი განვითარებისთვის!

 

Tourinvest Group აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე საცხოვრებელ კომპლექსში ,,ბელვიუ რეზიდენს ბათუმი“ და სასტუმრო ,,ბულვარ ბათუმში“

 

Tourinvest Group 2008 წლიდან ოპერირებს და მისი ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 200 მილიონ $ -ს შეადგენს. ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინვესტორია საქართველოში და კომპანიის ოპერირების მიმართულებებს წარმოადგენს მშენებლობა, უძრავი ქონების გაყიდვები, უძრავი ქონების მართვა, სასტუმრო მომსახურების მენეჯმენტი, რესტორნების მართვა, ტურისტული ატრაქციონის ოპერირება, სათამაშო ბიზნესის მართვა, საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორული ურთიერთობები. ტურინვესტ მენეჯმენტ გრუპის პროექტების ფარგლებში  დაახლოებით 600-მდე ადამიანია დასაქმებული.

 

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:

https://brb.ge/

https://www.facebook.com/BoulevardBatumi

https://www.facebook.com/BellevueResidenceBatumi

https://www.facebook.com/TourinvestGroup

ჩვენ გუნდი ორიენტირებულია კონკურენტუნარიანი, ენერგიული და ნიჭიერი კადრების დასაქმებაზე. პერსონალის განვითარებასა და მაღალი დონის პროფესიონალებად ჩამოყალიბებაზე. გუნდი იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას მოახდინოთ საკუთარი პოტენციალის სრული რეალიზება გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად  გარემოში.

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, კერძოდ აპარტამენტებში/სასტუმროში დადგენილი საოპერაციო სტანდარტების ცოდნა და მათი ეფექტური განხორციელება
  • სტუმრების მიღება-განთავსებისა და გაცილების შესაბამისი პროცედურების უზრუნველყოფა;
  •  ჯავშნებისმიღება და პროგრამულად გატარება;
  • შემოსულისატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
  • ეფექტურიდა პოზიტიური ურთიერთობების უზრუნველყოფა მომხმარებელთან;
  • სტუმრისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება არსებული პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ
  • სხვადეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია.

ძირითადი მოთხოვნები: 

  • ქართულიენის ცოდნა;
  • რუსულიდა ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • დროისმენეჯმენტი და საქმიანობის სწორად დაგეგმვის უნარი.

თქვენ ისარგებლებთ განსაკუთრებული ბენეფიტებით:

  • 50 %–იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმში, კერძოდ ნეფელე სქაი ბარში, თანდილა ლობი ბარში, რესტორან პელიონში, ეფორია სპაში;
  • ფასდაკლება ბათუმში გასართობ საბაგირო გზა „არგო“-ზე;
  • ჯამრთელობის დაზღვევა.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად:

  • ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღის ოდენობით წელიწადში;
  • ავადმყოფობის გამო გაცდენილი დღეების ანაზღაურება;
  • ანაზღაურებადი შვებულება ორსულობის,მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო.

 

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი:  . ბათუმი, რუსთაველის .40/.დუმბაძის .2

სამუშაო განაკვეთი:  სრული (კვირაში არაუმეტეს 48 საათი)

ანაზღაურება: საათობრივი (არანაკლებ 650 ლარი)

ზეგანაკვეთურად, უქმე დღეებში შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება განსხვავებული ტარიფით.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/განაცხადის ფორმა უნდა გამოგზავნონ  მისამართზე:  hr@bellevuebatumi.com და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “ადმინისტრატორი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

Tourinvest Group მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

 

ბათუმი