METROMART • მეტრომარტი

კონსულტანტი ქუთაისში

ანაზღაურება შეთანხმებით ვადა 18 ივლ - 18 აგვ

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

ტექნიკის # 1 ჰიპერმარკეტი მეტრომარტი“ აცხადებს ვაკანსიას  კონსულტანტის პოზიციაზე ქუთაისის ფილიალში:

 

კომპანია „მეტრომარტი“ არის,  ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელი საქართველოში, კომპანია  2012 წლის დეკემბერში დაარსდა. თავისი კონცეფციით მან შემოიტანა ინოვაცია ქართულ ბაზარზე, რადგან პირველმა გააერთიანა ყველა ბრენდი ერთ სივრცეში.  „მეტრომარტი“-ს მიზანია მომხმარებელს წარმოუდგინოს რაც შეიძლება დიდი არჩევანი და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება.

ტექნიკის ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელში წარმოდგენილია თითქმის  ყველა მსოფლიო ბრენდი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ტექნიკის სფეროში მუშაობის  გამოცდილება;
  • რუსული ან ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიაში არსებული სტანდარტის შესაბამისად მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა-პროდუქტის პრეზენტაცია;
  • ინვოისების და საგარანტიო  ტალონის შევსება;
  • სექციაში არსებული მარაგების კონტროლი/აღწერა;

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • დროის რაციონალურად  გადანაწილების უნარი;
  • ყურადღება დეტალებისადმი, პასუხისმგებლობა;
  • დისციპლინირებულობა და თვითკონტროლი.
  • რეზისტენტულობა;
  • ლოიალურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სამართილანობა და ეთიკურობა;
  • გამართული მეტყველის უნარი

სამუშაო პირობები:

  • კონკურენტული ანაზღაურება; (ფიქსირებული + კარგი საბონუსე სისტემა)
  • სრული განაკვეთი
  • ჯანმრთელობის დაზღვევა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ  თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე vacancy@metromart.ge  2022  წლის  31  მაისი ჩათვლით    გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოგზავნილი რეზიუმე  არ განიხილება.

 

გისურვებთ წარმატებას!

ქუთაისი