PAUL

კონდიტერი/დამხმარე კონდიტერი

800₾ - 1.000₾ ვადა 11 ივლ - 11 აგვ

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

ფრანგული რესტორანი PAUL აცხადებს ვაკანსიას კონდიტერისა და დამხმარე კონდიტერის პოზიციაზე.

PAUL- ის მიერ შემოთავაზებული ყველა პროდუქტი მზადდება უმაღლესი საერთასორისო სტანდარტების შესაბამისად. ფრანგული დესერტებისა და ფუნთუშეულის მრავალფეროვანი არჩევანი ჩვენი განსაკუთრებული ტრადიციაა.

ძირითადი მოვალეობები:

  • სხვადასხვა სახის ფრანგული საკონდიტრო პროდუქტის გამოცხობა;
  • საკონდიტრო ნაწარმის ხარისხის კონტროლი;
  • მარაგების მომზადება;
  • ნედლეულისა და მზა პროდუქტების სტანდარტის მიხედვით შენახვა;
  • არსებულ დანადგარებთან და ხელსაწყოებთან მუშაობისას სათანადო წესების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  •  უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს მასიურ წარმოებაში მუშაობის გამოცდილებით;
  •  კვების ჰიგიენური სტანდარტების და უსაფრთხოების ცოდნა.

 

დამხმარე კონდიტერი – ხელფასი: 800 ლარი
კონდიტერი – ხელფასი: 1000 ლარი

 

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Giorgigogoladzee90@gmail.com წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება (,,კონდიტერი/დამხმარე კონდიტერი”), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს. ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 555 295 491

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, შემოგვიერთდით.

რესტორანი PAUL გისურვებთ წარმატებას!

თბილისი