Twins Achkhoti

სასტუმროს მენეჯერი ყაზბეგში

800₾ ვადა 23 ივნ - 23 ივლ

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

სასტუმრო “Twins Achkhoti” აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს მენეჯერის პოზიციაზე ყაზბეგშის რაიონი სოფ. აჩხოტი

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: 15 დღე თვეში.
  • სამუშაო დღეების განმავლობაში მენეჯერი უზრუნველყოფილი იქნება საცხოვრებლით – მას დახვდება კეთილმოწყობილი ოთახი სასტუმროს შენობაში.

პროფესიული მოთხოვნები:

  • უცხო ენების (ინგლისური B2, რუსულიB1)  ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • აქტიური, პოზიტიური, თავაზიანი;
  • მოწესრიგებული და ორგანიზებული;

ძირითადი მოვალეობები:

  • სტუმრების მიღება/განთავსება;
  • სტუმართან ფულადი ანგარიშსწორების წარმოება (სტუმრის მიერ გადასახდელი/გადახდილი თანხების აღრიცხვა);
  • შემოსულ სატელეფონო ზარებზე და შეტყობინებებზე პასუხის გაცემა, სასტუმროს ფასების და მომსახურების შესახებ სტუმრებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
  • სასტუმროს ჯავშნების მართვა;
  • რეზერვაციის საიტებთან და სოციალურ ქსელებთან მუშაობა (Booking, Airbnb, Facebook, Instagram);
  • მომწოდებლებთან, ტურისტულ და პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობა;
  • სტუმრების მომსახურების მაღალი ხარისხით უზრუნველყოფა, სერვისთან დაკავშირბული, სტუმრის ყველა მოთხოვნის შესრულება;
  • არსებული პროდუქტების/სერვისების ხარისხის კონტროლი;
  • მიმღების სივრცის სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი;

 

სასტუმრო არის პატარა, 16 ნომრიანი, ამიტომ მენეჯერი ადმინისტრატორის პოზიციასაც ითავსებს. აღსაღნიშნავია ისიც, რომ მენეჯერი არ არის ვალდებული მუდმივად იჯდეს მიმღებში, მისი გადაადგილება ნებისმიერ დროს, სასტუმროს ტერიტორიაზე არის თავისუფალი და შეუზღუდავი; არ გვაქვს ღამის მორიგეობა, თუმცა შესაძლოა, რიგ შემთხვევებში მოხდეს მენეჯერის გამოძახება ზარის მეშვეობით.

 

მისამართი: ყაზბეგის რაიონი სოფ. აჩხოტი

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს მხიარულ და მეგობრულ გუნდს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე  შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: g.beruashvili91@gmail.com

გთხოვთ ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან

ყაზბეგი