ამბოლი

გაყიდვების კონსულტანტი

500₾ - 600₾ ვადა 21 ივნ - 21 ივლ

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

შპს „ამბოლი  “ წარმოადგენს Georgia Capital PLC (https://georgiacapital.ge) ჯგუფში შემავალ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:

www.amboli.ge   www.facebook.com/amboli.ge

 

„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის  პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი – ქ. თბილისი;

 

ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა (საბურავები, საცხებ-საპოხი მასალები, აკუმულატორები, ავტონაწილები);
  • კლიენტებთან კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის შეთავაზება;
  • მაღაზიაში პროდუქციის სათანადოდ განლაგება;
  • სატელეფონო ზარების განხორციელება, პროდუქციის შეთავაზების მიზნით;
  • ყოველდღიური ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ;
  • გაყიდვების გეგმების შესრულება.

 

ძირითადი მოთხოვნები:

 

  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია საავტომობილო სფეროში გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების მომხმარებლებთან კომუნიკაციის დონეზე ცოდნა.

აუცილებელი უნარები: 

  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა, დისციპლინირებულობა;
  • მოსმენა, შეთავაზება და კლიენტის დარწმუნება;
  • შედეგზე ორიენტირებულობა.

 

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@amboli.ge  ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება გაყიდვების კონსულტანტი.

კომპანია „ამბოლში“ თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია „ამბოლის“ მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.”

თბილისი