ამბოლი

მტვირთავი თბილისში

600₾ - 900₾ ვადა 21 ივნ - 21 ივლ

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

შპს „ამბოლი“ წარმოადგენს Georgia Capital PLC (https://georgiacapital.ge) ჯგუფში შემავალ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2003 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:

www.amboli.ge   www.facebook.com/amboli.ge

„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას მტვირთავის  პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქციის მიღებისას დისტრიბუციის მანქანის დაცლა;
  • საწყობში მიღებული პროდუქციის მიღება/დასაწყობების უზრუნველყოფა;
  • ფილიალებიდან მიღებული შეკვეთების აღრიცხვა;
  • პროდუქციის განაწილება მიწოდების აგენტებისთვის;
  • რეალიზებული პროდუქციის მომხმარებლის სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

 

აუცილებელი უნარები: 

  • ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.

 

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@amboli.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება მტვირთავი.

კომპანია „ამბოლში“ თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია „ამბოლის“ მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.”

თბილისი