კაფე ლიტერა

  შეფ-მზარეული (გამოძახებით)

1.000₾ ვადა 17 ივნ - 17 ივლ

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

რესტორნების ქსელი, რომელიც  ოპერირებს საქართველოს ბაზარზე   5  ობიექტით .   ამჟამად აქვს ვაკანსიები თელავში, კურდღელაურში , რესტორანში ,,ვერცხლის ტბები,,

რესტორანთა  ქსელის განვითარების ამ ეტაპზე ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ ,  მოტივირებულ გუნდის წევრებს:

        შეფ-მზარეული გამოძახებით (1 ვაკანსია) , მოჭრილი ხელფასი 1000 ლარი  (net)  დამატებით  ბონუსი  , თიფები  და საწვავით უზრუნველყოფა . სამუშაო აუცილებლობიდან გამპმდინარე   აუცილებელია კანდიდატი ფლობდეს საკუთარ  მსუბუქ  მანქანქანას .

ფუნქცია-მოვალეობები:

 

  •  გამოძახების შემთხვევაში რესტორნის პერსონალის მობილიზება სამუშაო ადგილზე და  რესტორის სამზარეულოს უზრუნველყოფა საჭირო პროდუქტებით წინანწარ შეთანხმებული მენიუს გათვალისწინებით;
  • კერძების მომზადება განსაზღვრული რეცეპტისა და კალკულაციის მიხედვით;
  • ინგრედიენტების მარაგების კონტროლი;
  • პროდუქციის ხარისხის, გემოვნური თვისებებისა და ვადების კონტროლი;
  • მოწესრიგებული უნიფორმის ტარება;
  • სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა  და სამზარეულოს  თანამშრომლების ეფექტური მართვა;
  • ქართული და ევროპული სამზარეულოს ცივი და ცხელი კერძების მომზადება;
  • კერძების გაფორმება და მომზადება სერვირებისთვის;
  • საკვები ან სასმელი პროდუქტების, ინვენტარის და დანადგარების უსაფრთხოდ და სწორად შენახვის წესების ცოდნა და დაცვა;
  • სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა სამზარეულოში;
  • სამუშაოს სწრაფად და ეფექტურად შესრულების უნარი.

დაინტერესებულ პირს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე:  hrcafelittera@gmail.com   ან დარეკეთ +995 577 74 16 61

ველში “Subject” მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება შეფ-მზარეული გამოძახებით

გისურვებთ წარმატებებს!

 

 

თბილისი