აქვა გეო

მუშა

700₾ - 800₾ ვადა 15 ივნ - 15 ივლ

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

შპს “აქვა გეო” – მინერალური წყალი “სნო”-ს და გაზირებული მინერალური წყალი “კობი”-ს მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ფლობს თანამედროვე სტანდარტებისა და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ 2 ქარხანას სოფელ მისაქციელში და კობში. ჩვენ გთავაზობთ გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან ერთად მუშაობას.

კომპანია „აქვა გეო“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მუშა

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: მცხეთა. სოფელი მისაქციელი
  • სამუშაო გრაფიკი: ცვლაში მომუშავე
  • ანაზღაურება: 700-800
  • დამატებითი ბენეფიტები: ტრანსპორტირება,კვება, კორპორატიული დაზღვევა (სურვილისამებრ)
  • ვაკანტური ადგილი: 5
  • გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ქეისების პალეტებზე დალაგება;
  • წარმოების დროს სხვადასხვა ფიზიკური სამუშაოს შესრულება;
  • საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • გამოცდილება არ არის საჭირო.

პიროვნული უნარები:

  • ორგანიზებულობა
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • გუნდურობა/კოლეგიალურობა
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე გადმოაგზავნეთ მისამართზე vacancy@aquageo.ge.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. რეზიუმეების შენახვის მაქსიმალური ვადა არის 2 წელი. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

კომპანია „აქვა გეო“ გისურვებთ წარმატებას!

 

მცხეთა