ბიოდიზელი ჯორჯია

მთავარი ბუღალტერი

ანაზღაურება შეთანხმებით ვადა 14 ივნ - 14 ივლ

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

კომპანიაბიოდიზელი ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტერის პოზიციაზე:

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო საათები: ორშ.-პარ. : 10:00 – 19:00

ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით;

ძირითადი ფუნქციამოვალეობები:

  • ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება;
  • საბუღალტრო პროგრამაში მუშაობა;
  • პირველადი დოკუმენტების შედგენა და დამუშავება (ინვოისი, მიღება-ჩაბარება, ანგ.ფაქტურა და ა.შ);
  • სასაქონლო – მატერიალური ფასეულობების, ძირითადი საშუალებების, მატერიალური და არამატერიალური აქტივების შეძენის, წარმოების, რეალიზაციის, ჩამოწერის ოპერაციები.
  • სახელფასო უწყისების წარმოება და გატარება;
  • ოპერაციების სისწორის მონიტორინგი, საბანკო გადარიცხვების განხორციელება;
  • სხვა ბუღალტრული გატარებები კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე;
  • დებიტორ-კრედიტორების დავალიანების კონტროლი;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული დეკლარაციების მომზადება და გადასახადების დაანგარიშება;
  • საბუღალტრო რეპორტების მომზადება;
  • საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობა და საგადასახადო აღრიცხვის ზედამხედველობა;
  • ანგარიშგებების მოზადება მენეჯმენტისთვის.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში;
  • მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  • საბუღალტრო პროგრმების საფუძვლიანი, პრაქტიკული ცოდნა;
  • საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების (IFRS) ცოდნა;
  • ბუღალტერთა და აუდიტორთა პროფესიული მომზადების დამადასტურებელი სერტიფიკატი (სასურველია AССA-ის სერტიფიკატი);
  • ბუღალტერის სასერტიფიკაციო გამოცდების სერტიფიკატები;
  • ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების კვალიფიციური ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Word, Excel,);
  • საგადასახადო კანონმდებლობის კვალიფიციური ცოდნა;
  • წერილობითი კომუნიკაციის და ანგარიშების მომზადების უნარი;
  • ინგლისური ენის ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებისადმი ორიენტირებული;
  • სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების და მონიტორინგის უნარი.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@biodiesel.ge. გთხოვთ ველში subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

თბილისი