სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

ანაზღაურება შეთანხმებით ვადა 14 ივნ - 14 ივლ

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი აცხადებს ვაკანსიას თელავში – „კახეთის რეგიონის კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე“.
ანაზღაურება:  1500 ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვლილი გადასახადების გარეშე)

 

ბენეფიტები: კვარტალური საბონუსე სისტემა, ჯანმრთელობის დაზღვევა, ლიმიტირებული საწვავი, კორპორატიული ნომერი.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

 

  • პორტფელის მიხედვით ახალი კლიენტების მოძიება და გადმოყვანა, არსებული კლიენტების შენარჩუნება და მართვა;
  • კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტთან ერთად შეხვედრების დაორგანიზება და წარმართვა;
  • კლიენტებისთვის ფასდაკლების შეთავაზება, შეთანხმებული სქემით, პორტფელის ფარგლებში;
  • გაყიდვების გეგმის შესრულება, პროდუქცის რეალიზება;
  • გაყიდვების მონიტორინგი;
  • მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქტების/მომსახურების და მიმდინარე სიახლეების გაცნობა;
  • მომხმარებლების მომსახურება – საწვავის შეკვეთის მიღება, შეკვეთის შესაბამისი განაცხადის შექმნა, ანგარიშფაქტურის გაგზავნა, საწვავის დარიცხვა საბარათე/სატალონე ანგარიშზე.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
  • რუსული  და ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • MS Office-ის ფლობა;

 პიროვნული თვისებები და უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სტრესული სიტუაციის მართვის უნარი;
  • დროის მართვის უნარი

 

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე  (CV) გთხოვთ, გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: vacancy@socar.ge.    სათაურის ველში მიუთითოთ „კახეთის რეგიონის კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი – თელავში“. წინააღმდეგ შემთხვევაში  თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია  ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

შპს “სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის” მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ:

  • თქვენი პერსონალური მონაცემები შპს “სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის” მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის;
  • შპს “სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი” თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის პერსონალურ მონაცემებს, შეინახავს და დაამუშავებს შემდგომში შეთავაზების გაკეთების მიზნით;

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ.ფოსტაზე.

 

 

 

თელავი