მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბერმელი

საკრედიტო ოფიცერი (თბილისი, ქუთაისი, ფოთი)

1.250₾ - 1.625₾ ვადა 17 ივნ - 17 ივლ

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

შპს მისო ბერმელი აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ოფიცერის პოზიციაზე ქ. თბილისი, ქუთაისი, ფოთი

 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველი ფინანსებისა და ეკონომიკის მიმართულებით;
  • ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო, საკრედიტო ან კორპორაციული ფინანსების სფეროში;
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (“Microsoft Word” და ” Microsoft Excel”).

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ბიზნეს, სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების დამუშავება/გაცემა;
  • პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
  • არსებული და პოტენციური მომხმარებლებისათვის საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების შეთავაზება;
  • განაცხადის შევსება და მომხმარებლის შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია;
  • მიღებული ინფორმაციის ანალიზი;
  • სესხის უზრუნველყოფის შეფასება;
  • დამუშავებული ინფორმაციის კომიტეტზე წარდგენა, გადაწყვეტილების გაცნობა და სესხის გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;
  • მომხმარებლებთან დაკავშირებული მთლიანი დოკუმენტაციის მოწესრიგება და შენახვა;
  • გაცემული სესხის მიზნობრიობის შესრულების მეთვალყურეობა და კონტროლი;
  • მომხმარებლების მიერ გრაფიკის შესაბამისად გადახდების განხორციელების კონტროლი;
  • ვადაგადაცილებულ სესხებზე მუშაობა და ჯანსაღი პორტფელის შენარჩუნება;
  • საკრედიტო პორტფელის ზრდასა და ხარისხზე ზრუნვა;
  • საკრედიტო საქმიანობის დამოუკიდებელი მუდმივი ანალიზი.

 

პიროვნული თვისებები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
  • პრინციპების დაცვით საქმიანობის წარმართვის უნარი;
  • პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი განაწილების უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი.

 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 09:20-14:20 საათამდე, 40 საათაინი სამუშაო კვირა.

ანაზღაურება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად 1250 ლარიდან 1625 ლარამდე.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ  თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: hr@bermeli.ge

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სამუშაო ადგილი.

განცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 20 ივლისი.

 

გისურვებთ წარმატებას!

საკონტაქტო ინფორმაცია: 577020412

ბათუმი