ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

ექსკავატორის და სატვირთო მანქანის მძღოლი

ანაზღაურება შეთანხმებით ვადა 07 ივნ - 07 ივლ

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“,  წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის  უზრუნველყოფა, აცხადებს ვაკანსიებს ექსკავატორის და სატვირთო მანქანის მძღოლის  პოზიციაზე.

მოვალეობა/პასუხისმგებლობა:

 

ექსკავატორის მძღოლი

  • გათხრითი სამუშაოების ჩატარება;
  • კუთვნილი ექსკავატორის გეგმიურ და სარემონტო სამუშაოების ჩატარებაში მონაწილეობის მიღება;
  • გასვლის წინ და დაბრუნების შემდეგ ექსკავატორის ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი და დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • პასუხისმგებელია კუთვნილი ექსკავატორის იყოლიოს მუდმივად ჰიგიენურ და  ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში;
  • პასუხიმგებელია აღებული და მოხმარებული საწვავის ოდენობაზე;
  • უშუალო ხელმძღვანელის ყოველდღიური დავალებების შესრულება.

სატვირთო მანქანის მძღოლი

  • ტვირთის გადაზიდვა;
  • კუთვნილი ავტომანქანის გეგმიურ და სარემონტო სამუშაოების ჩატარებაში მონაწილეობის მიღება;
  • გასვლის წინ და დაბრუნების შემდეგ სატვირთო მანქანის ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი და დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • პასუხისმგებელია კუთვნილი ავტომობილი იყოლიოს მუდმივად ჰიგიენურ და  ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში;
  • პასუხიმგებელია აღებული და მოხმარებული საწვავის ოდენობაზე;
  • უშუალო ხელმძღვანელის ყოველდღიური დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ტექნიკის შესაბამისი მართვის მოწმობა;
  • სასურველია ტექნიკური განათლება;
  • სასურველია ტექნიკის ექსპლოატაციისა და შრომის უსაფრთხოების წესების ცოდნა;
  • ექსკავატორის/სატვირთოს მანქანის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@georgianwater.com  არა უგვიანეს 2022 წლის 7 ივლისისა.

“Subjet”-ის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ „კომპანიამ“ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 5 წლის განმავლობაში.

თბილისი